ბოტანიკურ ბაღს უნდა ჰქონდეს საკუთარი შემოსავალი და ჩამოშორდეს მუნიციპალურ ბიუჯეტს - დირექტორი
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს უნდა ჰქონდეს საკუთარი შემოსავლები და ნელ
ნელა ჩამოშორდეს
მუნიციპალურ ბიუჯეტს, - განაცხადა ააიპ "ბოტანიკური ბაღების მართვის
ცენტრის" ხელმძღვანელმა ზვიად ქარჩავამ ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც
დემოკრატიული ჩართულობის ზუგდიდის ცენტრის ორგანიზებით
მიმდინარეობს.
კიდევ ერთი მიზეზი, რაზეც ზვიად ქარჩავა საუბრობს, ბაღში ვანდალიზმის ფაქტების პრევენციაა. ამასთან, აიღეს სხვა ბოტანიკური ბაღების მაგალითები, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
"ეს იყოს ის სამი ძირითადი კომპონენტი, რითაც ვიხელმძღვანელეთ. ბოტანიკური ბაღი რეკონსტრუქციის შემდეგ რომ გაიხსნა, თავიდან რამდენიმე თვე შესვლა უფასო იყო. 2020 წლის მარტში ფასიანი გახდა. შემდეგ, კორონავირუსის გამო ქვეყანა ჩაიკეტა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ამ პანდემიის პირობებში, სანამ სიტუაცია არ შემსუბუქდებოდა, შესვლა თავისუფალი ყოფილიყო", - აღნიშნა მან.
ზვიად ქარჩავამ ასევე ისაუბრა იმ საქმიანობაზე, რასაც ეწევიან ბაღში.
ონლაინ შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები ეწრებიან.
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 1 თებერვლიდან შესვლა ფასიანი ხდება. გამონაკლისი მხოლოდ მოქალაქეთა ნაწილისთვის დაიშვება. ტერიტორიის უფასოდ დათვალიერების უფლებით ისარგებლებენ: პენსიონრები; საპატიო ზუგდიდელები; ობოლი, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდები; ომის მონაწილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100-000 ქულას.
ბაღში შესვლისას იმოქმედებს შემდეგი ტარიფები: საქართველოს მოქალაქე - 2 ლარი; უცხო ქვეყნის მოქალაქე - 5 ლარი; საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები -1 ლარი; სკოლის მოსწავლე 10 წელზე ზევით - 1 ლარი; ერთთვიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე - 10 ლარი; სამთვიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე - 25 ლარი; ექვსთვიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე - 40 ლარი; ერთწლიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე-70 ლარი; ერთთვიანი საოჯახო " მეგობარათი" აბონემენტი (არაუმეტეს 5 ადამიანი) - 20ლარი; სამთვიანი საოჯახო აბონემენტი "მეგობარათი" (არაუმეტეს 5 ადამიანი) - 35ლარი; პიკნიკი 1 ვიზიტორზე - 10 ლარი; კემპინგი 1 ვიზიტორზე - 15 ლარი; სადღესასწაულო, საქორწილო წინასწარ დაგეგმილი ფოტოსესია - 50 ლარი.
ზუგდიდის მერიაში ფიქრობენ, რომ ეს ტარიფები ქვეყნის მასშტაბით მოქმედ სხვა ბაღებთან შედარებით ყველაზე იაფია.
თუმცა მოქალაქეთა ნაწილის აზრით, ბაღში შესვლა ყველასთვის უფასო უნდა იყოს. ამ მოთხოვნით ზუგდიდში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება.