ახალი ამბები
დავით ქირია ტაილანდელ კიკბოქსიორთან დამარცხდა
ზუგდიდელი კიკბოქსიორი დავით ქირია One Championship-ის გრანპრის ნახევარფინალში, ტაილანდელ მებრძოლს, სიტიჩაის დაუპირისპირდა. შეხვედრა სიტიჩაის გამარჯვებით დასრულდა. დავით ქირია შეჯიბრს გამოეთიშა.

მანამდე, მეოთხედფინალში, ქართველმა კიკბოქსიორმა გერმანელი ენრიკო კელი პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

შეჯიბრის გამარჯვებული 1 000 000 დოლარს მიიღებს.

დავით ქირია მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია.