ახალი ამბები
ვაქცინირებულია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის 73.6% - სამინისტრო
დღეისთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%-ია აცრილი. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასკოლო სივრცეში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ტესტირების პროცესი.

მათივე ცნობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა 400-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლის ექიმი გადაამზადეს.

"სკოლებში უსაფრთხო გარემოს მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ორჯერადად აცრილი ან კოვიდგადატანილი მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ პისიარ ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი – კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით", - ნათქვამია განცხადებაში.