დაისახა გეგმები, რომელიც კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, პრობლემების გადაჭრაში დაგვეხმარება - მდინარაძე
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის
განცხადებით, ზუგდიდში, პარტიის
ადგილობრივ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილეს საორგანიზაციო
საკითხები და ვითარება, როცა ზოგიერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოში
მმართველ ძალას უმრავლესობა არ აქვს. ამ მოცემულობამ, მდინარაძის
თქმით, მუნიციპალიტეტის განვითარებასა და ხალხის საჭიროებებზე გავლენა
არ უნდა მოახდინოს.
"დაისახა ის გეგმები, რომელიც ამ კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე ნაკლებად პრობლემური უნდა იყოს. უფრო სწორად, ამ პრობლემის გადაჭრაში უნდა მიეხმაროს", - აღნიშნა მან.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობას" და გიორგი გახარიას პარტიას შორის "პოლიტიკური ქორწინება" ვერ შეაფერხებს იმ გამოწვევებთან ბრძოლას, რაც მოქალაქეებს აწუხებთ.
"ქართული ოცნების" ლიდერებმა ზუგდიდში, სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრა.
ზუგდიდის და სენაკის საკრებულოებს ამ დრომდე არ ჰყავს თავმჯდომარეები. ქვორუმის არარსებობის გამო, სხდომები გადაიდება. ადგილზე ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლები აღიარებენ, რომ მუნიციპალიტეტი პოლიტიკური კრიზისის ზღვარზეა.
წალენჯიხასა და ჩხოროწყუში, წარმომადგენლობით ორგანოს გახარიას პარტიის წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ. მათ ასევე ოპოზიციონერი მოადგილეები ჰყავთ.