იყო კონფლიქტური, არ ემორჩილებოდა შინაგანაწესს - დირექტორის მოადგილე ყოფილ თანამშრომელზე
ზუგდიდის მერიის ააიპ-ის "მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების
სასახლეში" უარყოფენ
ყოფილი თანამშრომლის, თამარ ქომეთიანის ბრალდებებს, რომ ის პოლიტიკური
ნიშნით დაითხოვეს სამსახურიდან.
დირექტორის მოადგილე მაკა სამუშიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ თამარ ქომეთიანთან შრომითი ხელშეკრულება მატერიალურ-ტექნიკურ საკითხთა განყოფილების უფროსის პოზიციაზე, 2021 წლის 1-ელ აპრილს გაფორმდა. ამ ხნის მანძილზე კი, მის მიმართ არაერთხელ მოუხდათ დისციპლინური პასუხისგებლობის ზომის გამოყენება, რაც მის პირად საქმეშიც დევს.
მაკა სამუშიას თქმით, ყოფილი თანამშრომელი არ ემორჩილებოდა ორგანიზაციის შინაგანაწესის მოთხოვნებს, უარს აცხადებდა შინაგანაწესის გაცნობაზე და პროტესტის ნიშნად არც რეგისტრაციის ჟურნალს აწერდა ხელს.
"სამწუხაროდ, ქალბატონმა თამარმა არაერთხელ შექმნა კონფლიქტური სიტუაცია ორგანიზაციის სხვადასხვა თანამშრომელთან. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არ მოხდა შრომითი ხელშეკრულების განახლება. არანაირ პოლიტიკურ მოტივს არ უკავშირდება მისთვის შრომითი ხელშეკრულების არგაგრძელება", - განმარტა მაკა სამუშიამ.
მანვე უარყო ინფორმაცია, რომ თითქოს თამარ ქომეთიანი დირექტორმა, დავით შამათავამ დაიბარა კაბინეტში და მოსთხოვა სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წასვლა.
"მსგავსი მართლა არაფერი ყოფილა", - გვითხრა მაკა სამუშიამ.
ზუგდიდის მერიის ააიპ-ის "მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლიდან" დათხოვნილი თანამშრომელი, მატერიალურ-ტექნიკურ საკითხთა განყოფილების ყოფილი უფროსი თამარ ქომეთიანი ამბობს, რომ ის გიორგი გახარიასთვის გამოცხადებული მხარდაჭერის გამო, პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს. მისი მტკიცებით, სწორედ ამ მიზეზით, დანარჩენი თანამშრომლებისგან განსხვავებით, არ გაუგრძელეს კიდევ 3 თვით, დეკემბრის ბოლოსთვის დასრულებული შრომითი ხელშეკრულება.
თამარ ქომეთიანი საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოს გზით იბრძოლებს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საჯარო სექტორში დასაქმებული პირი, პარტია "საქართველოსთვის" მხარდაჭერის, ან წევრობის მიზეზით გათავისუფლებაზე საუბრობს. მანამდე ააიპ-ის ყოფილმა თანამშრომელმა, კესარია წულაიამ თქვა, რომ პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს. ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის ინფორმაციით, მათი მომხრეების გათავისუფლების პროცესი დღემდე შეუქცევადია.