ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსის
ახალი ვარიანტი "ომიკრონი" დაუდასტურდა. პრემიერის პრესსამსახურის
ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას
დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.
"პრემიერ-მინისტრი სრულად ვაქცინირებულია. მას "კოვიდ-19" გეგმური ტესტირების ფარგლებში დაუდასტურდა", – აცხადებენ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში.
ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსით 2021 წლის აპრილშიც იყო ინფიცირებული. გამოჯანმრთელების შემდეგ, პრემიერ-მინისტრი "ფაიზერის" ვაქცინის ორი დოზით არის აცრილი.