სალომე სამადაშვილი „ლელოს“ პოლიტიკური მდივანია
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი, პარლამენტარი
სალომე სამადაშვილი პარტია "ლელოს" ოფიციალურად შეუერთდა და
პოლიტიკური მდივანი გახდა. ის "ლელოს" ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და
ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე წარადგინეს.
სალომე სამადაშვილის თქმით, "ლელო" არის პატრიოტების გაერთიანება, ამიტომ მიაჩნია მათთან ერთად პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება მნიშვნელოვნად.
"მეორე მთავარი ღირებულება პოლიტიკურ საქმიანობაში არის თავისუფლების დაცვა. იმ თავისუფლების, რომელსაც დღეს ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთხელ ძალიან სერიოზული საფრთხე ემუქრება. "ლელო" არის თავისუფალი ადამიანების გაერთიანება და ამით არის ჩემთვის საინტერესო. მესამე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც ჩვენ გაქვს, ეს არის წარმატების შექმნა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, "ლელო" არის ის პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც აქვს უამრავი იდეა იმისთვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გახდეს წარმატებუული და შესაბამისად, ჩვენი ქვეყანაც იყოს წარმატებული. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ დავუკავშირო ჩემი პოლიტიკური საქმიანობა "ლელოს", – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
2020 წლის პარლამენტის არჩევნების შემდეგ სალომე სამადაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვა და პარლამენტში ფრაქცია "ლელო პარტნიორობა-საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე გახდა.