ზუგდიდის თეატრი დროებით წყვეტს სპექტაკლების ჩვენებას
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი დროებით წყვეტს
სპექტაკლების ჩვენებას.
მიზეზი პანდემიაა - მომატებული კოვიდ ინფიცირების შემთხვევები.
თეატრი მაყურებელს წარმოდგენებს 15 თებერვლამდე ვეღარ უჩვენებს.
"15-ის შემდეგ გამოქვეყნდება სპექტაკლების განრიგი. შეგახსენებთ, რომ ამჟამად რეპერტუარში შედის 9 სპექტაკლი, ყველა ასაკის და თაობის მაყურებლისთვის (დაწყებული 0 ასაკის ბავშვებიდან) და თებერვალ-მარტში შემოგვემატება 2 ძალიან საინტერესო სპექტაკლი.
გისურვეთ ჯანმრთელობას!
ვატაროთ პირბადე
დავიცვათ დისტანცია", - ნათქვამია თეატრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორი დღეა კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევები ქვეყანაში 20 ათასს აჭარბებს.