გამოძიება დაიწყო დადიანების ეზოდან ბრინჯაოს ქანდაკების მოპარვის ფაქტზე
ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის ეზოდან კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს
ქანდაკების მოპარვის ფაქტზე
გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში "ლაივპრესს" უთხრეს,
რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 183-ე მუხლით, რაც
განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული, ან ეროვნული
ღირებულების ნივთის, ან დოკუმენტის დაუფლებას გულისხმობს,
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
დანაშაული სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით - ექვსიდან ცხრა წლამდე.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები", - აცხადებენ შსს-ში.
დადიანების მუზეუმის ეზოში კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება მუზეუმის თანამშრომლებს დღეს დილით არ დახვდათ. ეს ფაქტი სტანდარტული შემოვლის დროს, დილით, 9 საათზე შენიშნეს.
დადიანების მუზეუმის ეზოში სკულპტურა 2018 წლის თებერვალში დადგეს. კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკებას "კოლხიშ ნანა" ეწოდა.
ის ცაიშში აღმოჩენილი ბრინჯაოს მხედარი ქალის სკულპტურის ასლია, რომელიც ძველი წელთა აღრიცხვის მეშვიდე-მერვე საუკუნეებით თარიღდება. ამასთან, წარმოადგენს პატარა იდოლეტს, ქანდაკებას, რომელსაც წარმართულ პერიოდში ღმერთებს სწირავდნენ. სკულპტურაც ამ სარიტუალო წესს ასახავს.