ზუგდიდიდან მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარში 360 ძაღლს გადაიყვანენ
მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში განთავსების მომსახურებაზე ზუგდიდის
მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 48 600 ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საბარია 360 ძაღლის თავშესაფარში დროებით გადაყვანაზე.
გასაწევი მომსახურება გულისხმობს მიუსაფარ ცხოველთა იზოლირებას ჰუმანური/უმტკივნეულო მეთოდით - ლასოთი/ბადით და ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანას სპეციალური სატრანსპორტო საშულებით და განთავსებას შენობაში, ან ვოლიერებში.
ამასთან, თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესაბამისი გამოკვლევების შემდგომ მათ დამუშავებას ჭიებზე, ბაქტერიებზე, პარაზიტებზე), სტერილიზაცია/კასტრაციას, ანტირაბიული და კომპლექსურ ვაქცინაციას.
უნდა აისახოს თითოეული მონაცემი სარეგისტრაციო შესაბამის ბლანკში და ყველა საჭირო პროცედურის შესრულების შემდგომ ბუნებრივ არეალში დაბრუნდეს ძაღლი.
ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე, უკურნებელი სენით დაავადებული ცხოველის ან სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობაში მყოფი დაავადებული ცხოველის ევთანაზია უნდა მოხდეს.
ტენდერში გამარჯვებულმა მომსახურების გაწევა უნდა უზრუნველყოს ეტაპობრივად, ხელშეკრულების დადებიდან მიმდინარე წლის ბოლომდე.
ზუგდიდის ქუჩებში მრავლადაა მიუსაფარი ცხოველები. რეგიონული განვითარების სამინისტრომ 2018 წელს დააანონსა, რომ მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი ყველა რეგიონს 2019 წლის ბოლოსთვის ექნებოდა. სამეგრელოში საამისოდ ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარის ტერიტორია შეირჩა. მომზადდა პროექტი, თუმცა შემდეგ მუნიციპალური განვითარების ფონდში გვითხრეს, რომ პანდემიის გამო, ბიუჯეტში კორექტირება მოხდა და ამ ეტაპზე ძაღლების თავშესაფრის მშენებლობა გეგმაში არ აქვთ.