სენაკის თეატრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული
თეატრის სამხატვრო
ხელმძღვანელად რეჟისორი ვახტანგ ნიკოლავა ის ამ თანამდებობას ოთხი
წლის ვადით, 1 მარტიდან დაიკავებს. შესაბამისი ბრძანება უკვე
გამოიცა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ვახტანგ ნიკოლავა დღემდე არასდროს ყოფილა სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
მან დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, თეატრის რეჟისურის სპეციალობით. სხვადასხვა წლებში იყო სამსახიობო სტუდიის ხელმძღვანელი/რეჟისორი, თბილისის ალ. გრიბოედოვის თეატრის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის მსახიობი, რეჟისორი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი.
სენაკის დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი 2021 წლის 22 დეკემბერს გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა ხუთმა კანდიდატმა მიიღო.