კორონავირუსის გავრცელების გამო, ზუგდიდში 19 ბაღია დახურული
კორონავირუსის შემთხვევების გამო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 19
საბავშვო ბაღია დახურული.
მათგან 12 ქალაქის ტერიტორიაზე მოქმედი სკოლამდელი დაწესებულებაა,
დანარჩენი 7 კი სოფლების.
რამდენიმე დღის წინ ჯამში 23 საბავშვო ბაღი იყო დახურული, თუმცა დღეს 4 გაიხსნა.
"ბავშვების ინფიცირების შემთხვევები არ ყოფილა. ძირითადად არიან პედაგოგები. ბაღის პერსონალია დაინფიცირებული", - უთხრა "ლაივპრესს" სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა თოლორაიამ.
დღეისთვის ზუგდიდის ბაღებში პედაგოგთა და აღმზრდელთა 65-დან 70%-მდეა აცრილი.
მუნიციპალიტეტში სულ 62 საბავშვო ბაღია.