ახალი ამბები
კორონავირუსის გავრცელების გამო, ზუგდიდში 19 ბაღია დახურული
კორონავირუსის შემთხვევების გამო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 19 საბავშვო ბაღია დახურული. მათგან 12 ქალაქის ტერიტორიაზე მოქმედი სკოლამდელი დაწესებულებაა, დანარჩენი 7 კი სოფლების.

რამდენიმე დღის წინ ჯამში 23 საბავშვო ბაღი იყო დახურული, თუმცა დღეს 4 გაიხსნა.

"ბავშვების ინფიცირების შემთხვევები არ ყოფილა. ძირითადად არიან პედაგოგები. ბაღის პერსონალია დაინფიცირებული", - უთხრა "ლაივპრესს" სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა თოლორაიამ.

დღეისთვის ზუგდიდის ბაღებში პედაგოგთა და აღმზრდელთა 65-დან 70%-მდეა აცრილი.

მუნიციპალიტეტში სულ 62 საბავშვო ბაღია.