ახალი ამბები
სახალხო დამცველმა ზუგდიდის მერიის ააიპ-ის თანამშრომლის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა
FaceBook Twitter
E-mail Print
სახალხო დამცველმა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში მომხდარ ორ ფაქტზე შრომით ურთიერთობებში პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა. მათ შორის არის ზუგდიდის მერიის ააიპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადმინისტრატორ-კოორდინატორის თანამდებობიდან თანამშრომლის გათავისუფლების ფაქტი.

ანგარიშში მოყვანილი მეორე შემთხვევა ეხება გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ფინანსური მენეჯერის პოზიციიდან ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო პირის გათავისუფლებას.

როგორც სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, სახელმწიფო სამსახურებთან დაკავშირებული ორგანიზაციების თანამშრომლები, ერთ შემთხვევაში პოლიტიკურ პარტიაში - "საქართველოსთვის" აქტივობის, ხოლო მეორე შემთხვევაში - ამავე პარტიასთან ოჯახის წევრის ასოცირების გამო გაათავისუფლეს.

"განმცხადებელი გაათავისუფლეს ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადმინისტრატორ-კოორდინატორის თანამდებობიდან შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო. მოპასუხე მხარის განმარტებით, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა შეუძლებელს ხდიდა განმცხადებელზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას. განმცხადებელი კი მიუთითებდა, რომ დამსაქმებელმა შრომითი ხელშეკრულება ვადაზე ადრე მხოლოდ მასთან შეწყვიტა, მისი პოლიტიკურ პარტიაში "საქართველოსთვის" აქტივობის გამო. საგულისხმოა, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ განმცხადებელზე დაკისრებული ფუნქციების გაუქმება ნამდვილად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან იყო დაკავშირებული, მაშინ როდესაც განმცხადებელს ხელშეკრულება სწორედ კოვიდპანდემიის პირობებში გაუფორმდა. ასევე, ხელშეკრულების შეწყვეტა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე სექტემბრიდან - საგანმანათლებლო პერიოდის დაწყებიდან - მუშაობის აქტიურ ფაზაში უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს არ მიუთითებია, რატომ შეუწყდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ხელშეკრულება მხოლოდ განმცხადებელს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს ააიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს: აღმოფხვრას კ. წ.-ს მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგი სამუშაოზე აღდგენის გზით; მომავალში არ დაუშვას შრომით ურთიერთობაში პოლიტიკური მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით, მათ შორის, უზრუნველყოს შიდა ორგანიზაციული აქტებისა და პოლიტიკის "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონთან შესაბამისობა. გთხოვთ, თქვენ მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე მაცნობოთ "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლით დადგენილ ვადაში.

ცნობისთვის, ზუგდიდის მერიის ააიპ მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლე კიდევ ერთმა თანამშრომელმა დაადანაშაულა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში. მატერიალურ-ტექნიკურ საკითხთა განყოფილების ყოფილმა უფროსმა თამარ ქომეთიანმა 2022 წლის იანვარში, საჯაროდ განაცხადა, რომ ის სამსახურიდან ექსპრემიერ გიორგი გახარიას მხარდაჭერის გამო გაათავისუფლეს. თამარ ქომეთიანის თქმით, მასზე სასახლეში ზეწოლა ხორციელდებოდა, იბარებდნენ კაბინეტში მოთხოვნით, რომ სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დაეტოვებინა. მანვე აღნიშნა, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოს გზით იბრძოლებს.

"მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში" უარყოფენ ყოფილი თანამშრომლის ბრალდებებს. დირექტორის მოადგილე მაკა სამუშიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ თამარ ქომეთიანსშრომითი ხელშეკრულების ვადა დაუსრულდა და აღარ გაუგრძელდა. თუ რატომ, მისი განმარტებით,  თამარ ქომეთიანი არ ემორჩილებოდა ორგანიზაციის შინაგანაწესის მოთხოვნებს, უარს აცხადებდა შინაგანაწესის გაცნობაზე და პროტესტის ნიშნად არც რეგისტრაციის ჟურნალს აწერდა ხელს. შესაბამისად, ეს გარემოებაც გახდა იმის საფუძველი, რომ მასთან თანამშრომლობა არ გაგრძელდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.