სურსათსა და კომუნალურ მომსახურებაზე გაზრდილი ფასები გააპროტესტეს ზუგდიდში
ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა,
სურსათსა და კომუნალურ მომსახურებაზე გაზრდილი ფასები გააპროტესტეს
ზუგდიდში. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წინ შეიკრიბნენ
ოპოზიციური პარტიების წევრები, მათი მხარდამჭერები და სამოქლაქო
აქტივისტები. მათი თქმით, მნიშვნელოვნად გაუარესდა ბოლო წლების
განმავლობაში მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა, რაც ხელისუფლების
უმოქმედობის შედეგია.
ზუგდიდის საკრებულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თეიმურაზ ბასილაიას თქმით, სოციალური სიდუხჭირის პირობებში მოქალაქეებმა მიიღეს გაორმაგებული კომუნალური გადასახადები, რის საფასურსაც ვერ ფარავენ და რჩებიან მინიმალური საცხოვრებელი პირობების გარეშე:
"ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ გასსამაგებულია ელექტროენერგიის ხარჯი, სწავავის ხარჯი, წყლის გადასახადის ხარჯი. მე მაინტერესებს სად მიდის ეს თანხები?! გაზრდილია ფასები პროდუქტებზე. მედიკამენტები კატასტროფულად არის გაზრდილი. სამედიცინო მომსახურება ბუნებრივია 10-მაგად არის გაზრდილი და ამის ფონზე არის მძიმე მდგომარეობა. ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას, მყისიერად მიიღოს გადაწყვეტილება, ამას რაღაც მონეტარული პოლიტიკით ლარის გამყარება არ შველის, ამას სჭირდება ფასების შემცირება, რომ ადამიანმა მიიღოს ნორმალური სოცოალური პირობები", - განაცხადა თეიმურაზ ბასილაიამ.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა იგივე შინაარსის საპროტეტო აქციები არაერთხელ გამართეს საქართველოს დიდ ქალაქებში. დღეს აქცია ზუგდიდის პარალელურად მიმდინარეობდა გორსა და თელავში.