დაუყოვნებლივ დაიწყეთ თვითმმართველობებისთვის ქონების გადაცემის პროცესი - წითლიძე ხელისუფლებას
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიმართავს ფინანსთა, ეკონომიკის და
იუსტიციის სამინისტროებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ
თვითმმართველობებისთვის ქონების გადაცემის პროცესი. ამის შესახებ
ბრიფინგზე განაცხადა პარლამენტარმა ანა წითლიძემ. მისი თქმით,
ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2017 წელს აიღო ვალდებულება, უზრუნველეყო
ქონების გადაცემის პროცესი. კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსის 162-ე მუხლი მათ პირდაპირ ავალდებულებდა 2017 წლის პირველი
იანვრიდან ამ პროცესის დაწყებას, თუმცა ნაკისრი ვალდებულება დღემდე არ
შესრულებულა.
ენმ ასევე მოუწოდებს რეგიონული და თვითმმართველობის კომიტეტს, განახორციელოს ზედამხედველობა და გასცეს კითხვას პასუხი, რატომ არ ასრულებენ დღემდე სამინისტროები ვალდებულებას.
ანა წითლიძის განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ქონების გადაცემა ხელს შეუწყობს, რომ არჩეული მერები და საკრებულოები ადგილებზე იყვნენ უფრო ქმედითები. მისივე თქმით, დეცენტრალიზაციის განხორციელება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
პარლამენტის დეპუტატი ამბობს, რომ მიუხედავად "ქართული ოცნების" არაერთგზის საარჩევნო დაპირების და ფასადურად გატარებული რეფორმების, რეალური დეცენტრალიზაციის პროცესი დღემდე არ დაწყებულა. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო კი, ოპოზიციური საკრებულეობის ფორმირების შემდეგ გახდა.
"დეცენტრალიზაციის პროცესი გულისხმობს ადგილობრივი არჩეული საკრებულეობისთვის და მერებისთვის ისეთი უფლებამოსილების გადაცემას, როგორიცაა ადგილობრივი ქონება, სასოფლო-სამეურნეო მიწები, ადგილობრივი საძოვრები, ადგილობრივი ბუნებრივი წიაღისეულები. დღეს ყველა ეს ჩამოთვლილი უფლებამოსილება არის ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენცია, რომელიც დამატებით ბიუროკრატიას ქმნის ადგილებზე, ადგილობრივი მაცხოვრებლისთვის.
მაგალითად, თუ ზუგდიდელს, წალენჯიხელს სენაკელს დასჭირდება თავისი სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაცია, მან ამისთვის უნდა მიმართოს ცენტრალურ ხელისუფლებას და ადგილობრივი ხელისუფლება არ არის უფლებამოსილი. არადა, რეალურად, ევროპული ქარტიით და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, ყველა ეს ჩამოთვლილი კომპეტენცია არის ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილება", - აღნიშნა მან.
ანა წითლიძის თქმით, პარარელურად, მმართველი პოლიტიკური ძალის არაერთგზის საარჩევნო დანაპირები იყო ადგილობრივი შემოსავლების სრულად დატოვება მუნიციპალიტეტისთვის, რაც ადგილობრივ ბიუჯეტს მისცემდა შესაძლებლობას, თვითკმარი ყოფილიყო. დღეს კი, ოპოზიციონერი დეპუტატი განმარტავს, რომ დამატებითი შემოსავლების მხოლოდ 19% რჩება ადგილობრივ ბიუჯეტში.
დეცენტრალიზაციის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ოპოზიციის გარდა, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც წლებია საუბრობენ.