ზუგდიდში გაიმართება მუსიკალური აქცია „უფასო ბოტანიკური ბაღისთვის“
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ტარიფების დაწესების გამო
საპროტესტო გამოსვლების გაგრძელებას გეგმავს მოქალაქეთა ნაწილი.
აქტივისტებმა ერთადერთი მოთხოვნით, ბაღში შევლა გახდეს უფასო,
მუსიკალური აქცია დაგეგმეს. ნებისმიერ მსურველს, ვინც იზიარებს ამ
მოთხოვნას, ორგანიზატორები ეპატიჟებიან ღონისძიებაზე შაბათს, 15:00
საათზე, ბულვარში.
"გააღეთ ბოტანიკურის ჭიშკარი! მოდი ჩვენს მუსიკალურ აქციაზე, შვილებთან, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად, მათთან ერთად, ვისთანაც ბოტანიკური ბაღის ხშირი სტუმარი ყოფილხარ. მუსიკა და ცხელი სასმელი ყველასთვის უფასოა! უფასო უნდა იყოს ბოტანიკური ბაღიც! კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა ვთქვათ - ამ აქციაზე ყველა ზუგდიდელის ადგილია, იმის მიუხედავად რომელ პარტიას მისცა ხმა ბოლო არჩევნებზე, ან ვის მისცემს ხმას მომავალში. ეს ჩვენი საერთო საქმეა. ამასთან ერთად, ამ აქციაზე ვერ ვხედავთ პოლიტიკური ლიდერების ადგილს, რომელთა გამოჩენა სახალხო შეკრებებს ზიანს აყენებს და იაფფასიან პოლიტიკურ სპექტაკლად აქცევს. მათ ამისთვის აქვთ საკუთარი პარტიის ტელევიზიები და თანამდებობები პარტიაში თუ სახელმწიფო ინსტიტუტებში", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ახალგაზრდების ჯგუფმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. ამავე ინფორმაციით, ღონისძიებაზე საკუთარ რეპერტუარს წარადგენენ მუსიკოსები: ბუბა სორდია, ნინი ჩილაჩავა, დათო ჩხაპელია, ნიკა ლაშხია და კერენ ესებუა.
მუსიკალური აქციის გამართვამდე კი, ორგანიზატორებმა მოაქალაქეთა მოსაზრებების მოსმენის მიზნით შეხვედრა გამართეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. ერთ-ერთი აქტივისტის ილია ჭანტურიას თქმით, სურდათ გაეცნოთ ის ადამიანები, ვისაც მათსავით აღელვებს ბაღის ტარიფები და ვინც შეიძლება იყოს მათ გვერდით, სხვადასხვა ფორით პროტესტის გამოხატვისას.
როგორც ილია ჭანტურია ამბობს, სამომავლო გეგმებს მოქალაქეებს ეტაპობრივად გააცნობენ.
მოქალაქეთა ნაწილმა მანამდეც არაერთხელ გააპროტესტა ბაღში ტარეფიების დაწესების ფაქტი. ერთ-ერთი პირველი აქცია ბულვარში 28 იანვარს გაიმართა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, მოქალაქეების დიდი ნაწილი უმუშევარია და დასაქმებულების ყოველთვიური ანაზღაურება კი მიზერული, ბოტანიკური ბაღი ტარიფებს არ უნდა აწესებდეს. მათი თქმით, ზუგდიდის მთელი რეკრეაციული სივრცის 90% ბოტანიკური ბაღია. ამიტომ, აქ ბარიერის შექმნა, ნიშნავს დაბრკოლებას საკუთარ ქალაქში, რეკრეაციული ზონის 90%-ზე წვდომაზე.
ბაღის დირექტორი, ზვიად ქარჩავა საპასუხოდ ამბობს, რომ ამ სივრცეს უნდა ჰქონდეს საკუთარი შემოსავალი და ჩამოშორდეს ეტაპობრივად მუნიციპალურ ბიუჯეტს. ამასთან, უნდა მოხდეს ბაღში "ვანდალიზმის ფაქტების" პრევენცია.
მერიაში კი მიიჩნევენ, რომ ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ბაღების ტარიფებს შორის, ზუგდიდის ბღში დაწესებული შესვლის საფასური ყველაზე იაფია.
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 1 თებერვლიდან შესვლა ფასიანი გახდა გამონაკლისი მხოლოდ მოქალაქეთა ნაწილისთვის დაიშვება. ტერიტორიის უფასოდ დათვალიერების უფლებით ისარგებლებენ: პენსიონრები; საპატიო ზუგდიდელები; ობოლი, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდები; ომის მონაწილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100-000 ქულას. ტარიფებს დეტალურად გაეცანით აქ.