ერთ კვირაში კორონავირუსი მასწავლებელთა 6,5%-ს და მოსწავლეების 2,5%-ს დაუდასტურდა
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საქართველოს მასშტაბით
საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში
გრძელდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიოლოგების
რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე 2 085 საჯარო და 217 კერძო
სკოლიდან, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 732 სკოლა იმყოფება. რაც
შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის
სურვილი რისკის ჯგუფის 135-მა მასწავლებელმა გამოთქვა.
ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 6,5%-ს და მოსწავლეების 2,5%-ს დაუდასტურდა.
ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%.
სამინისტროში აცხადებენ, რომ გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება. ორჯერადად აცრილი მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ Pჩღ ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი – კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით.