„დროას“ წარმომადგენელი 500 ლარით დააჯარიმეს
"დროას" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი მარიამ სიჭინავა,
სამართალდამცველებმა 500 ლარით დააჯარიმეს. საქმე ეხება
სახელმწიფო რწმუნებულის სამხარეო ადმინისტრაციასთან გამართულ აქციას,
სადაც ის, შენობის წინ, საპროტესტო წარწერის დატოვებას ცდილობდა.
თუმცა პოლიციამ ამის შესაძლებლობა არ მისცა.
"პულივიზატორის წართმევა უნდოდათ. ვუთხარი ოქმი შეედგინათ, თ რატომ მართმევდნენ პულივიზატორს. ოქმს რომ შეადგენთ, ხელს მოვაწერ და მერე ჩაგაბარებთ მეთქი. ოქმი შეადგინეს და შემდეგ მის საფუძველზე 500 ლარიანი ჯარიმა გამომიწერეს, რომელსაც სასამართლო განიხილავს", - უთხრა "დროას" წარმომადგენელმა "ლაივპრესს".
მარიამ სიჭინავას თქმით, აპირებს სასამართლო პროცესი ტრიბუნად გამოიყენოს და კიდევ ერთხელ ისარგებლოს გამოხატვის თავისუფლებით. მას არ აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო გამამართლებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.
მოქალაქეებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების, პარტიების წარმომადგენლებმა, ბოლო პერიოდში პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეებზე, მათ შორის შშმ პირზე ძალადობა სამხარეო ადმინისტრაციასთან 26 იანვარს გააპროტესტეს.
სოციალურ ქსელებში იანვარში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს მოზარდ შშმ პირზე სამართალდამცველთა მხრიდან ძალადობა. მოგვიანებით, ზუგდიდში, ქალზე ძალადობის ამსახველი კადრები "დროას" წარმომადგენელმა მარიამ სიჭინავამ გამოაქვეყნა.