ბესიკ ჭეჟიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა
ზუგდიდის საკრებულოს წევრ ბესიკ ჭეჟიას დეპუტატის უფლებამოსილება
შეუწყდა.
მის ადგილმონაცვლედ ირუზა კაკავა სცნეს, რომელიც ასევე იყო 2017 წლის
მოწვევის საკრებულოს წევრიც.
ბესიკ ჭეჟია მერის მოადგილედ 7 თებერვალს დაინიშნა.

სხდომას ენმ-ის და "საქართველოსთვის" წარმომადგენლები სრულად ესწრებიან. "ქართული ოცნებიდან" არ არის 4 წევრი. ისინი, როგორც უხუცესმა წევრმა, კონსტანტინე უბერმა განმარტა, კორონავირუსის მიზეზით არ ესწრებიან სხდომას.
ზუგდიდის საკრებულოში 22 მანდატი "ერთიან ნაციონალური მოძრაობას" აქვს, 20 მმართველ პარტიას, 3 კი პარტია "საქართველოსთვის".
ზუგდიდის საკრებულო პირველად 17 ნოემბერს შეიკრიბა, თუმცა ამ დრომდე ვერ აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე და თანამდებობის სხვა პირები.