ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე გახარიას პარტიის წევრს უყრიან კენჭს
პარტია "საქართველოსთვის", ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეობის
კანდიდატად გიგა ფარულავას კანდიდატურა წარადგინა.
მან სხდომაზე თანხმობა განაცხადა და დასძინა, რომ მათი პარტიისთვის
თანამდებობები არაა მნიშვნელოვანი, თუმცა კრიზისის დასაძლევად ეს
აუცილებელია.
კანდიდატურები არ წარმოუდგენია ენმ-ს და მმართველ პარტიას.
"ქართული ოცნების" სიის პირველმა ნომერმა, ირაკლი გოგოხიამ განაცხადა, რომ ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა სხდომას დაესწრებიან.
გიგა ფარულავას მიმართა "ოცნების" წევრმა ოთარ ქადარიამ. მისი სიტყვებით, გიგა ფარულავასგან ენმ-სთან თანამშრომლობა არის შეურაცხმყოფელი მას შემდეგ, რაც ერთად ბევრი რამ გადაიტანეს მათთან ბრძოლისას.
ოთარ ქადარიას განცხადებით, ისინი პოლიტიკაში ერთად გაიზარდნენ, ამიტომ გული წყდება თანაგუნდელების ნახვა იმ მხარეს, რომელსაც წლებია ერთად ებრძოდნენ.
"მენანება. პარტია საქართველოსთვის დღევანდელი მდგომარეობით დაემსგავსა პანელზე მდგარ მეძავს, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოხსნა და წინასწარ გადაიხადა 4 წლის..ეს დადგმული სპექტაკლები არ არის საჭირო. კარგად ვიცით რა და როგორც ხდება წალენჯიხის, ჩხოროწყუს მაგალითზე - პოლიტიკური პორნოგრაფია, რაც შესთავაზეთ ამომრჩეველს", - აღნიშნა მან.
საპასუხოდ გიგა ფარულავას განცხადებით, მას არასდროს შეშლია პოლიტიკური და ადამიანური ურთიერთობები, ოთარ ქადარიას სიტყვები კი ადამიანურ ზღვარს ცდება.
"სამწუხაროდ, რაც თქვენ თქვით, ეს არის ის სახე, რომელიც დაკარგეთ", - განმარტა მან
კენჭისყრისთვის აირჩიეს დროებითი ხმის დამთვლელი კომისია, რადგან წინა შემდგენლობიდან "ქართული ოცნების" წევრებმა ამ ფუნქციის შესრულებაზე უარი თქვეს. კომისია ოპოზიციონერი წევრებისგან ხელახლა დაკომპლექტდა.
სხდომაზე 10 წუთიანი შესვენება გამოცხადდა.
სხდომას ენმ-ის და "საქართველოსთვის" წარმომადგენლები სრულად ესწრებიან. "ქართული ოცნებიდან" არ არის 4 წევრი. ისინი, როგორც უხუცესმა წევრმა, კონსტანტინე უბერმა განმარტა, კორონავირუსის მიზეზით არ ესწრებიან სხდომას.
ზუგდიდის საკრებულოში 22 მანდატი "ერთიან ნაციონალური მოძრაობას" აქვს, 20 მმართველ პარტიას, 3 კი პარტია "საქართველოსთვის".
ზუგდიდის საკრებულო პირველად 17 ნოემბერს შეიკრიბა, თუმცა ამ დრომდე ვერ აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე და თანამდებობის სხვა პირები.