ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი გახდა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ, პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელი გიგა ფარულავა აირჩიეს. კენჭისყრაში 25-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის ენმ-ის წევრებმა. მომხრე იყო ამდენივე დეპუტატი. წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

სხდომას ესწრებოდა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია "ქართულ ოცნებას".

გიგა ფარულავა პროფესიით სამართალმცოდნეა.

ის მერის პირველ მოადგილედ 2019 წლის ივლისში დაინიშნა. თანამდებობა 2021 წლის 30 მარტს დატოვა. მანამდე იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა შესყიდვების სამსახურის უფროსი და საკრებულოს მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში.

საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად გიგა ფარულავა პარტია "საქართველოსთვის" დაასახელა.

კანდიდატურები არ წარმოუდგენია ენმ-ს და "ქართულ ოცნებას".

კენჭისყრამდე, მმართველი პარტიის და ოპოზიციონერი დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნებიდან", თაზო ფაცაციამ მიმართა გახარიას პარტიის წარმომადგენელ გიგა ფარულავას, რომ ის უკვე გაიგივებულია იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც წლების განმავლობაში ხელყოფდა ადამიანების სიცოცხლეს, ქონებას.

"ამიტომ მენანები გიგა", - აღნიშნა თაზო ფაცაციამ.

თავის მხრივ, თაზო ფაცაცის სიტყვა შეაწყვეტინა და მიმართა "დროას" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მარიამ სიჭინავამ. მისი თქმით, ის "სამარცხვინო" დეპუტატია, რომელიც "ცოცხების აქციას" უწევდა ორგანიზებას და მოქალაქეებს ცოცხებით ხვდებოდა.

მანვე ასევე შეახსენა თაზო ფაცაციას, რომ თავის დროზე თავად "ოცნების" წარმომადგენლები იცავდნენ გახარიას და ყველგან მის პლაკატებს აკრავდნენ.

მარიამ სიჭინავას მსგავსად, "ოცნების" წარმომადგენლებს, პარლამენტარმა ანა წითლიძემ შეახსენა, თუ როგორ ხვდებოდნენ ისინი აქციაზე მიმავალ ოპოზიციის მხარდამჭერებს ცოცხებით.

სხდომას ესწრება ბაჩანა შენგელია, გარდაცვლილი სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილი, რომელმაც მანამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ენმ-ს მოუწოდებს, არ დაუჭირონ მხარი გახარიას პარტიის წარმომადგენელს თავმჯდომარის პოზიციაზე, რადგან ამ პარტიის ლიდერის, გიორგი გახარიას უშუალო დავალებით ხორციელდებოდა დანაშაულებები მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. მათ შორის აღნიშნა დედის, ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტიც.

"მე მიმაჩნია, რომ გახარია, მისი პარტიის წევრები არიან ქვეყნის მტრები. ამ რეგიონს გახარიამ უბედურება მოუტანა. მისმა ბრძანებამ შეიწირა დედაჩემის სიცოცხლე და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ამ ადამიანის მხარდაჭერა არის ქვეყნის ინტერესებისთვის გაუმართლებელი. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას მე ვთხოვ, რომ ამ გადაწყვეტილებას არ დაუჭიროს მხარი", - აღნიშნა ბაჩანა შენგელიამ.

თავის მხრივ, გიგა ფარულავამ განმარტა, რომ დღემდე ცდილობს ყველა პარტია "საქართველოსთვის" დააზიანოს, ებრძვიან, მაგრამ უშედეგოდ.

"საქმემან ჩვენმან გამოგვაჩინოს", - განაცხადა მან და დასძინა, რომ არასწორია მისი გაიგივება "ნაციონალურ მოძრაობასთან", რასაც მოწმობს მისი წარსული და დაემოწმება სამომავლო საქმიანობაც.

"რაც შეეხება ჩემს პასუხიმგებლობას, გარწმუნებთ, რომ ჩემი პასუხისმგებლობა ნამდვილად არის ის, რომ გადავდგა ის ნაბიჯები, რაც ჩვენი პარტიის დაფუძნების დღიდან იყო, რომ ხალხისთვის, საზოგადოებისთვის დაგვენახებინა ახალი ძალა, ახალი ენერგია".

სხდომას ენმ-ის და "საქართველოსთვის" წარმომადგენლები სრულად ესწრებიან. "ქართული ოცნებიდან" არ არის 4 წევრი. ისინი, როგორც უხუცესმა წევრმა, კონსტანტინე უბერმა განმარტა, კორონავირუსის მიზეზით არ იმყოფებოდნენ დარბაზში.

ზუგდიდის საკრებულოში 22 მანდატი "ერთიან ნაციონალური მოძრაობას" აქვს, 20 მმართველ პარტიას, 3 კი პარტია "საქართველოსთვის".

ზუგდიდის საკრებულო პირველად 17 ნოემბერს შეიკრიბა, თუმცა ამ დრომდე ვერ ირჩევდნენ საკრებულოს თავმჯდომარეს.

ზუგდიდამდე, გახარიას პარტიის წარმომადგენელი აირჩიეს საკრებულოების თავმჯდომარეებად ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.