საკრებულოს თავმჯდომარე მოუწოდებს “ოცნებას”, არ თქვას უარი თანამდებობებზე
ზუგდიდის საკრებულოს ახლადარჩეული თავმჯდომარის გიგა ფარულავას
განცხადებით, რთული იყო დღევანდელი სხდომა,
მაგრამ მთავარი ის არის, რომ დღეს გადაიდგა მუნიციპალიტეტის კრიზისის
დასრულებისკენ მიმართული ნაბიჯი. მანვე მოუწოდა ენმ-ს და მმართველ
პოლიტიკურ ძალას, მიიღონ მონაწილეობა წარმომადგენლობითი ორგანოს
ფუნქციონირებაში.
"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ თითოეულ პარტიას, განსაკუთრებით " ქართულ ოცნებას", თითოეული ჩვენგანი დადგეს პიროვნულ, პარტიულ ინტერესებზე მაღლა და მივიღოთ საკრებულოს ფუნქციონირებაში მონაწილეობა. ეს არის უმთავრესი მოწოდება… პირველი ჩვენი შეკრების დღიდან მოვუწოდეთ ორივე პარტიას ღიად და საჯაროდ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ვერ თანხმდებიან ერთმანეთთან, რომ მუნიციპალიტეტში დასრულდეს კრიზისი, ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი კანდიდატურა და მოვუწოდეთ ღიად და საჯაროდ დაეჭირათ მხარი არამარტო კანდიდატისთვის, არამედ მუნიციპალიტეტში კრიზისის დასრულებისთვის", - აღნიშნა გიგა ფარულავამ.
საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ მოუწოდა "ქართულ ოცნებას", არ თქვან უარი თანამდებობებზე და მათ კანდიდატურებს მხარს უპირობოდ დაუჭერენ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ, პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელი გიგა ფარულავა აირჩიეს 25 ხმით. სწორედ ამდენი დეპუტატი მონაწილეობდა დღეს კენჭისყრაში - გახარიას პარტიის და ენმ-ის წარმომადგენლები.
სხდომას ესწრებოდა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია "ქართულ ოცნებას". მათი თქმით, დღეს დამტკიცდა გახარიას პარტიის და "ნაციონალური მოძრაობის" "პოლიტიკური ქორწილი".
ენმ-ის განცხადებით, ეს იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება ბოლო 10 წლის მანძილზე, თუმცა პარტიებს შორის ღირებულებითი განსხვავება, მუნციპალიტეტის ინტერესმა გადაწონა.