ფოცხოეწერის დევნილთა ჩასახლება უმძიმეს მდგომარეობაშია - DRI
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აცხადებს, რომ წალენჯიხის
მუნიციპალიტეტის ფოცხოეწერის დევნილთა ჩასახლება უმძიმეს
მდგომარეობაშია. ორგანიზაციის ინფორმაციით, მუდმივად კითხვის ნიშნის
ქვეშ დგას აქ მცხოვრებთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება, მათი
სათანადო საცხოვრებელი პირობებით დაკმაყოფილების საკითხი. განსახლების
პროცესის მიუხედავად, იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაწილი დღემდე
ძველ, ამორტიზებულ და ავარიულ შენობებში ცხოვრობს.
ამას გარდა, არასამთავრობოს თქმით, დევნილთა მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ისინი ფაქტობრივად გარესამყაროს არიან მოწყვეტილები. ფოცხოეწერი მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 22 კილომეტრშია, დასახლებამდე მისასვლელი ცენტრალური გზა და ხიდი კი ძალიან დაზიანებული.
"დასახლებას არ ემსახურება მუნიციპალური ტრანსპორტი. კერძო პირის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება წალენჯიხაში კვირაში სამჯერ დადის. ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მგზავრების საკმარისი რაოდენობა შეგროვდება. მგზავრობის საფასური 3,5 ლარია, რაც უკიდურესად შეჭირვებული დევნილებისთვის რთული გადასახდელია.
დასახლებას სჭირდება სასმელი წყლის ავზის რეაბილიტაცია, წყლის მილების შეძენა და გარე განათების დამონტაჟება. სავალალო მდგომარეობაშია სანიაღვრე არხები და შიდა გზები. დევნილებს სასოფლო-სამეურნეო მიწები საკუთრებაში არ აქვთ გადაცემული, შესაბამისად, შინამეურნეობას ვერ ეწევიან. დასახლებაში მდგარი შენობები და სახლები ამორტიზებულია, კანალიზაცია ეზოებში მოედინება. სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდებათ. სამართლებრივ მოწესრიგებას საჭიროებს სახლების რეგისტრაცია/დაკანონება", - აცხადებს "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი".
ორგანიზაციამ დევნილთა გაუსაძლის ყოფასთან დაკავშირებით, უკვე მიმართა პრემიერ-მინისტრს და სხვა პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს. მიმართვა დაიგზავნა სახელმწიფო რწმუნებულთან სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარესთან, მერთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან.
თუმცა, არასამთავრობოს განცხადებით, განხორციელებული, ან დაგეგმილი ან დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, ამ დრომდე არცერთი ჩამოთლილი უწყებიდან პასუხი არ მიუღიათ.
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" რეკომენდაციაა, დევნილი მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემების სწრაფად და ეფექტურად მოგვარება, სათანადო, ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა. ეს კი, მათი განმარტებით, სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობას და კომპლექსურ მუშაობას მოითხოვს.
ფოცხოეწერში აფხაზეთიდან დევნილი, მათ შორის 2010 წლის აგვისტოში თბილისიდან, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობებიდან გამოსახლებული იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ.