ახალი ამბები
ზუგდიდში უკრაინელებს სოლიდარობა გამოუცხადეს [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა, კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა ომის ზღვარზე მყოფ უკრაინას. უკრაინის და ამერიკის შეერთებული შტატების დროშებით და ტრანსფარანტებით - "სოლიდარობა უკრაინას", შეკრებილებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა თუკი მოახერხა საკუთარი იმპერიალისტური ჩანაფიქრის განხორციელება, მომდევნო სამიზნე საქართველო იქნება.

აქციის ორგანიზატორ, "სამართლიანი არჩევნების" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელ დავით ლოგუას თქმით, რუსეთი ნელ-ნელა ცდილობს ცდილობს მსოფლიოში დამყარებული საერთაშორისო წესრიგის შეცვლას და დამოუკიდებელი სახელმწიფოების დაბრუნებას შუასაუკუნეობრივ იმპერიალისტურ ჩარჩოში. დღეს კი, ფრონტის წინა ხაზზე უკრაინა დგას, რომელსაც სუვერენიტეტის ხელყოფა ემუქრება.

დავით ლოგუას განცხადებით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 თებერვალი ერთიანობის დღედ გამოაცხადა, რადგან საზოგადოებრის დიდი ნაწილის აზრით, რუსეთის შეჭრა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე გარდაუვალია. ამ ფონზე, ზუგდიდიდან შეუერთდნენ უკრაინაში დაანონსებულ მშვიდობიან, ერთიანობის განწყობებს.

რაც შეეხება მოსკოვის განცხადებას, რომ რუსი სამხედროები სამხედრო წვრთნების შემდეგ დისლოკაციის ადგილს უბრუნდებიან, დავით ლოგუა ამბობს, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება.

"რუსეთის პოლიტიკის წნეხი არაერთგზის გვაქვს გამოცდილი და ის არასდროს არ ასრულებს საკუთარ პირობას. არც საერთაშორისო დოკუმენტებზე ხელმოწერილ პირობას. მითუმეტეს ზეპირსიტყვიერ გაცხადებულ დაპირებას. ყოველ შემთხვევაში, რუსეთის ნაბიჯები ყოველთვის მიემართება საკუთარი იმპერიალისტური ინტერესების დამყარებისკენ და არა ზოგადად მშვიდობისა და ცივილიზაციის სასარგებლოდ".

დავით ლოგუას თქმით, იმ ფონზე, როცა რუსეთის პირველი პირები აცხადებენ, რომ თავის დროზე საბჭოთა კავშირის დანგრევა გეოპოლიტიკური კოლაფსი იყო, მათი ინტერესი ამ ტერიტორიების აღდგენაა. შესაბამისად, თუ უკრაინაში მოსკოვმა მოახერხა საკუთარი მიზნების უზრუნველყოფა, რასაც გეგმაზომიერად მიჰყვება, საქართველოსაც იგივე ელოდება.

"დარწმუნებული ვარ, მეორე ან მესამე დღეს საქართველოსაც იგივე ბედი ელის. თუმცა საქართელოსთან მიმართებაშიი არ გაუჭირდება, იმიტომ, რომ მეტნაკლებად, საქართველოში არსებული ვითარება და ვერტიკალის მიერ გაცხადებული პოლიტიკა მათი ინტერესების სასარგებლოდ არის მომართული", - აღნიშნა დავით ლოგუამ.

უკრაინელებისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად აქციას მოქალაქე მალხაზ ლატარია შეუერთდა. მისი თქმით, წლების განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა და შექმნილ ვითარებას განიცდის.

"მოვედი იმიტომ, რომ ჩემი პოზიცია გამომეხატა, დამეფიქსირებინა უკრაინის მიმართ სოლიდარობა. მხარდაჭერას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა. მითუმეტეს, როცა ასეთ სტრესულ, ომის ვითარებაში არიან მოქალაქეები. ბუნებრივია, ნებისმიერი სახის მხარდაჭერას აზრი აქვს. თუნდაც ის, რომ აქ ვდგავართ და დადებით აურას ვუგზავნით მეგობრებს, ახლობლებს, ზოგადად უკრაინლებს", - განმარტა მალხაზ ლატარიამ.

აქციის მონაწილეებმა, ქალაქის ცენტრში, ბოძებზე, სოლიდარობის ნიშნად უკრაინის დროშები გააკრეს.

კიევი კვლავ მორიგი სამხედრო ინტერვენციის საფრთხის წინაშეა. ამის პარალელურდ, მოსკოვი ირწმუნება, რომ უკრაინასთან ომის დაწყებას არ გეგმავს.

დასავლეთის ქვეყნები და აშშ მოსკოვს აფრთხილებენ და მკაცრი სანქციების ამოქმედებას გეგმავენ, თუკი ის უკრაინაში შეიჭრება.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.