ფოთში, ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დედას ბრალი წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ ფოთში, ახალშობილის განზრახ მკვლელობის
ფაქტზე,
დედას ბრალი წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 10 თებერვალს, ფოთში, დ.კ.-მ, განზრახ მოკვლის მიზნით, ახალშობილი შვილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 14 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ფოთის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
ფოთში, დევნილთა დასახლებაში, კორპუსის საკანალიზაციო მილში ჩვილის ცხედარი რამდენიმე დღის წინ იპოვეს. სავარაუდოდ ქალმა ბინაში იმშობიარა და ახლადდაბადებული სავარაუდოდ საკანალიზაციო მილში ჩააგდო.
ქალი ქმართან და მცირეწლოვან შვილთან ერთად, აქ დაახლოებით ერთი წელია ცხოვრობდა.