ახალშობილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას პატიმრობა შეეფარდა
ფოთის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ახალშობილის
განზრახ მკვლელობის
ბრალდებით დაკავებულ დედას. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე დავით
გელაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო. დაცვის მხარე გირაოს სანაცვლოდ მის
გათავისუფლებას, ან შინაპატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს არ
გაითვალისწინა.
საქართველოს პროკურატურამ ფოთში, ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ქალს ბრალი გუშინ, 16 თებერვალს წარუდგინა 112-ე მუხლით, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გამოძიების ინფორმაციით, 10 თებერვალს, ახალგაზრდა ქალმა, განზრახ მოკვლის მიზნით, ახალშობილი შვილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა.
ფოთში, დევნილთა დასახლებაში, კორპუსის საკანალიზაციო მილში ჩვილის ცხედარი რამდენიმე დღის წინ იპოვეს. სავარაუდოდ ქალმა ბინაში იმშობიარა და ახლადდაბადებული სავარაუდოდ საკანალიზაციო მილში ჩააგდო.
მეზობლების ინფორმაციით, ქალი ქმართან და მცირეწლოვან შვილთან ერთად, აქ დაახლოებით ერთი წელია ცხოვრობდა.