ახალი ამბები
სააკაშვილი ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართავს
FaceBook Twitter
E-mail Print
პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართავს.

წერილი, სადაც ის ზურაბიშვილს მოუწოდებს, გრიფი "საიდუმლო" მოხსნას პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომ პერიოდში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს, ფეისბუკზე გამოქვეყნდა.

"ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს! ქ-ნო სალომე, პირველად მოგმართავთ წერილით და ეს არაა შეწყალების მოთხოვნა. მე შესაწყალებელი არაფერი მაქვს, ვინაიდან, კანონი არ დამირღვევია და ყველა წაყენებული ბრალდება და დამდგარი განაჩენი შეთითხნილი და მთლიანად საფუძველს მოკლებულია. ჩემს უდანაშაულობას, ადრე თუ გვიან, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო დაადგენს. როგორც ფრანგმა, შეუძლებელია არ იცოდეთ, რომ ჩემს მიმართ წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებს არცერთი ევროპული ქვეყანა და არავინ ცივილიზებულ სამყაროში.

მე გწერთ სხვა გარემოებების გამო. თქვენ შეგიძლიათ არა სიტყვით, არამედ საქმით იხსნათ წესიერი და დამსახურებული გენერალი თემურ ჯანაშია სრულიად უსამართლო ციხისგან თქვენი ერთი გადაწყვეტილებით, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და კანონს.

მოხსენით გრიფი "საიდუმლო" სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომაც. მე და ჯანაშიას გვედავებიან არა ხარჯების მიზნობრიობას, როგორც ტელევიზიით ყვებიან, არამედ მათი გაწევის წესს.

თუ თქვენ ამ გრიფს მოხსნით, დადასტურდება, რომ ეს პროცედურები უბრალოდ ჯანაშიას კაპრიზი კი არ იყო, არამედ საყოველთაოდ მიღებული განგრძობითი პრაქტიკა, რომელიც, რაც მთავარია, სრულიად ჯდება კანონის ფარგლებში.

თუ თქვენ დაიცავთ კონსტიტუციას და დაიცავთ კანონს, ამით გადაარჩენთ ძალიან ღირსეულ გენერალს, რომელიც მთელი ცხოვრება ემსახურება საქართველოს, 11-წლიან ციხეს, მის მრავალრიცხოვან ოჯახს უბედურებას და მის და სხვების შვილებს განცდას, რომ ამ ქვეყანაში ერთგულება, წესიერება და კანონის დაცვა დასჯადია.

ახლა არჩევანი თქვენზეა, ქ-ნო პრეზიდენტო. მე ჩავთვალე, რომ სწორი იქნებოდა, ღია წერილით მომემართა, რათა საზოგადოება ბოლომდე საქმის კურსში იყოს იმისა, თუ რა ხდება ამ შეკერილი, ძალიან სამარცხვინო საქმეების გარშემო.

ასევე, ქალბატონო პრეზიდენტო, სად გაქვთ გარანტია, რომ ხვალ რომელიმე უსამართლო ხელისუფლება თქვენ არ წაგიყენებთ ბრალს შეწყალების საქმეზე?! თქვენ თვითონ განაცხადეთ, რომ შეწყალება პრეზიდენტის გადასაწყვეტია. და თუ ეს ასეა, მაშინ რატომ ვარ მე "შეწყალების" საქმეზე გასამართლებული?!

ტელევიზიით ვნახე, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოსულ სტუმრებს შამპანურით უმასპინძლდებით. სადაა გარანტია, რომ თქვენი ვადის ამოწურვის შემდეგ ამაზე არ გაგასამართლებენ ისე, როგორც ახლა მე და ჯანაშიას გვასამართლებენ?! მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყანა ჩალით არაა დახურული და არც ისე ბნელა, რომ ხალხმა შავი და თეთრი ვერ გაარჩიოს.

ვიტოვებ იმედს თქვენს სამართლიანობის გრძნობასა და ცივილიზებულ მიდგომაზე",- წერს მიხეილ სააკაშვილი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.