ქელეხებისა,წვეულებების და ქორწილების გამართვა ნებადართული იქნება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოციალური ღონისძიებების,
ქორწილის, წვეულების, დაბადების დღის, ქელეხის გამართვა პირველი
მარტიდან დაშვებული იქნება.
შტაბის უფროს გიორგი ღიბრაძის განცხადებით, შიდა სივრცეში ერთ მაგიდასთან შესაძლებელი იქნება 10 ადამინის ყოფნა, ღია სივრცეში კი 15-ის.
"რაც შეეხება კვების ობიექტებს, საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან გაიზარდოს დაშვებულ პირთა რაოდენობა 10-მდე. მოგეხსენებათ, აქამდე იყო ექვსი და ღია სივრცეში პირთა რაოდენობა გაიზარდოს 15 ადამიანამდე არსებული 10-ის ნაცვლად. ასევე უქმდება სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა.
რაც შეეხება სოციალურ ღონისძიებებს, იგივე ლოგიკით, რაც ჩამოვთვალე, დახურულ სივრცეში მაგიდასთან 10 ადამიანი და ღია სივრცეში 15 ადამიანი, შეიძლება სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიც არის ქორწილი, წვეულება, დაბადების დღე, ქელეხი და ასე შემდეგ", – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.