დაწესებულებებში დეზობარიერისა და თერმოსკრინინგის ჩატარების ვალდებულება იხსნება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,
დაწესებულებებში დეზობარიერებისა და თერმოსკრინინგის ჩატარების
ვალდებულება უქმდება.
"უქმდება თერმოსკრინინგისა და ჟურნალის წარმოების ვალდებულება, უქმდება დეზობარიერის ქონის ვალდებულება და სასტუმროებს მიეცემათ საშუალება, სასადილოს მეშვეობით მომსახურება გაუწიონ თავის სტუმრებს", - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, სოციალური ღონისძიებების, ქორწილის, წვეულების, დაბადების დღის, ქელეხის გამართვა პირველი მარტიდან დაშვებული იქნება. ასევე პირველი მარტიდან ე.წ. კოვიდსასტუმროები აღარ იფუნქციონირებს.