ზუგდიდის საკრებულოს სხდომა გადაიდო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ერთი კვირით გადაიდო.
საკრებულოს თავმჯდომარე
გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ კვორუმი არ არის, რის გამოც სხდომა ერთ
კვირაში გაიმართება.
სხდომას არ დასწრებია ენმ. ასევე "ოცნების" რამდენიმე დეპუტატი.
"ერთ კვირაში ჩვენ ველოდებით, რომ ვიქნებით საკრებულოს სხდომაზე სრულად წარმოდგენილი და რაღაც კონსესუსს მივაღწევთ", - აღნიშნა გიგა ფარულავამ მმართველი პარტიის წარმომადგენელთა საპასუხოდ, თუ რა მოლოდინი აქვთ ერთი კვირის შემდეგ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ 14 თებერვალს, პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელი გიგა ფარულავა აირჩიეს 25 ხმით. სწორედ ამდენი დეპუტატი მონაწილეობდა კენჭისყრაში - გახარიას პარტიის და ენმ-ის წარმომადგენლები.
"ქართული ოცნების" განცხადებით, ოფიციალურად დამტკიცდა გახარიას პარტიის და "ნაციონალური მოძრაობის" "პოლიტიკური ქორწილი".
ენმ-ის განცხადებით, ეს იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება ბოლო 10 წლის მანძილზე, თუმცა პარტიებს შორის ღირებულებითი განსხვავება, მუნციპალიტეტის ინტერესმა გადაწონა.
თავის მხრივ, ზუგდიდის საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ გადაიდგა მუნიციპალიტეტის კრიზისის დასრულებისკენ მიმართული ნაბიჯი. მან მოუწოდა ენმ-ს და მმართველ პოლიტიკურ ძალას, მიიღონ მონაწილეობა წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციონირებაში.