ახალი ამბები
„ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოს მიმართა, გააუქმოს სენაკის საკრებულოში ოპოზიციის გადაწყვეტილებები
FaceBook Twitter
E-mail Print
პარტია "ქართული ოცნების" სენაკის ორგანიზაციამ სასამართლოს მიმართა სარჩელით, გააუქმოს სენაკის საკრებულოს 9 თებერვლის გადაწყვეტილებები. როგორც საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა საბა ოდიშარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 9 თებერვალს საკრებულოს ოპოზიციამ კანონის დარღვევით, კვორუმის გარეშე ჩაატარა სხდომა და შესაბამისად, მიიღო უკანონო გადაწყვეტილებები. მისივე თქმით, ოპოზიცია კვლავ გეგმავს სხდომის ჩატარებას და მორიგი ე.წ. გადაწყვეტილებების მიღებას. ამიტომ, "ქართული ოცნების" მოთხოვნაა, სარჩელის განხილვამდე სასამართლომ საკრებულოს დროებით შეუჩეროს "კვორუმის გარეშე გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა":

"მათ (ოპოზიციამ) კანონის უხეში დარღვევით მიიღეს არა მარტო ქართული სამართლისთვის, არამედ ცივილიზებული სამყაროსთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილებები. თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული 17 წევრის ნაცვლად, 16 წევრის მონაწილეობით გადაირჩიეს დროებითი სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისია. ასევე, აღიარეს ოპოზიციონერი წევრის, ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილება. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩვენ მივმართავთ სასამართლოს, რათა გაუქმდეს 9 თებერვალს მიღებული ე.წ. ყველა გადაწყვეტილება…ჩვენ დღეს დილით მივმართეთ სასამართლოს, რომ სარჩელის განხილვამდე დაკმაყოფილდეს, დროებითი ღონისძიების სახით საკრებულოს ყველა ე.წ. გადაწყვეტილების შეჩერება.

მივმართავთ სასამართლოს, კანონით დადგენილ ვადებში იმსჯელოს ჩვენ განცხადებასთან დაკავშირებით, გაითვალისწინოს და მხედველობაში მიიღოს აღნიშნული უპრეცედენტო მოცემულობა და თავისი სამართლიანი გადაწყვეტილებით არ მისცეს საშუალება ოპოზიციურ ჯგუფებს, დაამკვიდრონ კანონდარღვევა პრაქტიკად", - განაცხადა საბა ოდიშარიამ.

სენაკის საკრებულოში მორიგი სხდომა დღეს არის ჩანიშნული. "ქართული ოცნება" პროტესტის ნიშნად მას არც ამჯერად დაესწრება.

სენაკის საკრებულოს სულ 33 დეპუტატი ჰყავს. მათგან "ქართული ოცნების" 16, ენმ-ის 13 და "გახარია-საქართველოსთვის" 4 წევრია. ექსპრემიერის გუნდიდან საკრებულოს ერთმა წევრმა პირადი პრობლემების მიზეზით საკრებულო დატოვა, ამიტომ აუცილებელი გახდა მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობა.

სენაკის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ სწორედ ამ პროცესის თავიდან არიდების გამო არ ესწრება "ქართული ოცნება" საკრებულოს სხდომებს, ვინაიდან ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილების ცნობით ოპოზიციის შემადგენლობა 16-დან 17-მდე იზრდება. ეს კი უმრავლესობას წარმოადგენს, რომელსაც უფლება ეძლევა სხდომები გახსნას და საკებულოს თანამდებობის პირები, მათ შორის თავმჯდომარე აირჩიოს.

9 თებერვალს საკრებულოს ოპოზიციამ "ქართული ოცნების" მონაწილეობის გარეშე ცნო ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილება. "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ ამ ქმედებით "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები გახარიას პარტიასთან ერთად "მსოფლიო სამართლის სტანდარტის ახალ გადაწყვეტას სთავაზობენ", რადგან სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სენაკის შემთხვევაში კი, მისივე თქმით, 33-ის ნახევარზე მეტი, ანუ მინიმუმ 17 წევრი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ცნობილი დიზაინერი დემნა გვასალია იმ 20 მოქალაქეს შორის არის,
23:09 / 02.10.2022
ცნობილი დიზაინერი დემნა გვასალია იმ 20 მოქალაქეს შორის არის,
სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე დაკარგული სამი
20:46 / 02.10.2022
სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე დაკარგული სამი
მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს ოკუპირებულ
აფხაზეთში
13:48 / 02.10.2022
მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს ოკუპირებულ აფხაზეთში
12:04 / 02.10.2022
"აზოვის" პოლკის მეომრებს ტყვეობაში ყოფნისას რუსები ისე ექცეოდნენ, როგორც ცხოველებს - აშიშვლებდნენ,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
კამპანია სამეგრელოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ერთადერთი თავშესაფრის გადასარჩენად [ვიდეო]
სამეგრელოს რეგიონში, ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა ერთადერთი თავშესაფარი შესაძლოა დაიხუროს.
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.