სენაკის საკრებულოს აპარატის უფროსმა თანამდებობა დატოვა
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა ვეფხვია რუსიამ
თანამდეობა დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება საკრებულოს დღევანდელ
სხდომაზე გააკეთა. ვეფხვია რუსიას ეს გადაწყვეტილება 9 თებერვალს
გამართულ სხდომას უკავშირდება სადაც ოპოზიციამ, "ქართული ოცნების"
დეპუტატების მონაწილეობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილებები, რომელსაც
მმარველი გუნდი სხდომაზე კვორუმის არ ქონის გამო უკანონოდ მიიჩნევს და
გაუქმებას სასამართლოს გზით ითხოვს.
ვეფხვია რუსიას განცხადებით, ის რაც დღეს ხდება საკრებულოში არასწორია და ასე არ უნდა გაგრძელდეს. მანვე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ აპარატის თანამშრომლებზე ხორციელდება ზეწოლა, თუმცა არ დააკონრეტა ვისგან და რა მიზნით.
რუსიას სიტყვებით, 9 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებების ოქმები შევიდა საკრებულოს კანცელარაში, თუმცა არცერთი მათგანი ამდრომდე არ დარეგისტრირებულა, მათ შორის არც ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილების ცნობის გადაწყვეტილება. მანვე აღნიშნა, რომ 9 თებერვლის სხდომა საკრებულოს დეპუტატებსა და აპარატის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზიც გახდა.
როგორც ვეფხვია რუსია განმარტავს, 17 დეკემბერს, როცა სხდომას ყველა დეპუტატი სრულად ესწრებოდა, პარტიები შეთანხმდნენ 2 საკითხზე. ექსპრემიერ გიორგი გახარიას თანაგუნდელ ილია ახალაიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტასა და მის ნაცვლად ნიკოლოზ შამათავას საკრებულოს წევრად ცნობაზე, რაც იურიდიულად უნდა გაეფორმებინა დროებით სამანდატო კომისიას და შემდეგ სხდომაზე წარმოედგინა. როგორც ვეფხვია რუსია ამბობს, დღემდე ეს სამანდატო კომისია არ შეკრებილა, საკითხი ღიად დარჩა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა:
"თუ ადრე ხერხდებოდა სამი პოლიტიკური ძალის გარკვეული შეთანხმების მიღწევა პროცედურულ საკითხებზე მაინც, 17 დეკემბრის შემდეგ აბსოლიტურად დაპირისპირებული მხარე აღმოჩნდა სამივე პოლიტიკური ძალა...მე დეტალებში არ განვმარტავ პროცედურულ შეცდომებს...მტკივნეული საკითხი საკრებულოს აპარატის თანამშრომლებისთვის იყო ის გაუგონარი ზეწოლა, რისი წნეხის ქვეშაც იმყოფება ჩემი თანამშრომლები...გამომდინარე შექმნილი ვითარებიდან, პროტესტის ნიშნად როგორც საჯარო მოხელე, როგორც თანამდეობის პირი როგორს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, იმდენად რამდენადაც მე სხვა სამართლებრივი ბერკეტები არ გამაჩნია, პროტესტის ნიშნად ვიჩერებ ჩემს უფლებამოსილებას, როგორც საკრებულოს აპარატის უფროსის", - განაცხადა სხდომაზე ვეფხვია რუსიამ.
სენაკის საკრებულოს სულ 33 დეპუტატი ჰყავს. მათგან "ქართული ოცნების" 16, ენმ-ის 13 და "გახარია-საქართველოსთვის" 4 წევრია. ექსპრემიერის გუნდიდან საკრებულოს ერთმა წევრმა პირადი პრობლემების მიზეზით საკრებულო დატოვა, ამიტომ აუცილებელი გახდა მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობა.
პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირსიპირების საგანი გახდა 9 თებერვალს გამართული სხდომა, რომელსაც მხოლოდ ოპოზიციის - "ნაციონალური მოძრაობის" და პარტია "საქართველოსთვის" წევრები ესწრებოდნენ. მათ გადაირჩიეს დროებითი სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისია. ასევე, ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილება ცნეს.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიციამ კანონის დარღვევით, კვორუმის გარეშე ჩაატარა სხდომა და შესაბამისად, მიიღო უკანონო გადაწყვეტილებები. მათ სასამართლოს მიმართეს დღეს 23 თებერვალს, რომ გააუქმოს 9 თებერვალს მირებული გადაწყვეტილებები და სარჩელის განხილვამდე საკრებულოს დროებით შეუჩეროს "კვორუმის გარეშე გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა".