ახალი ამბები
ოპოზიციამ სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი აირჩია
FaceBook Twitter
E-mail Print
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ირაკლი კაჭარავა აირჩიეს 17 ხმით. კენჭისყრისთვის დაიბეჭდა 33 ბიულეტენი, რამდენი წევრიც ჰყავს წარმომადგენლობით ორგანოს.

სხდომას "ქართული ოცნება" არ დასწრებია, რომელსაც 16 მანდატი აქვს.

ოპოზიცია 17 წევრით იყო წარმოდგენილი. მათგან 13 "ნაციონალური მოძრაობის" წევრია, 4 კი "საქართველოსთვის".

მანამდე, საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა.

სხდომამდე ბრიფინგი გამართა მმართველმა პარტიამ. "ქართული ოცნების" სენაკის ორგანიზაციამ სასამართლოს მიმართა სარჩელით, გააუქმოს სენაკის საკრებულოს 9 თებერვლის გადაწყვეტილებები. კერძოდ, საუბარი შეეხება 17 წევრის ნაცვლად, 16 წევრის მონაწილეობით დროებითი სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიის გადარჩევას. ასევე, გახარიას პარტიის წევრის, ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილების ცნობას.

სენაკის საკრებულოს 33 დეპუტატი ჰყავს - "ქართული ოცნების" 16, ენმ-ის 13 და "გახარია-საქართველოსთვის" 4 წევრი. ექსპრემიერის გუნდის ერთმა წევრმა პირადი პრობლემების მიზეზით საკრებულო დატოვა, მის ადგილმონაცვლედ კი ოპოზიციამ ნიკოლოზ შამათავა ცნო წინა სხდომაზე. ამ გადაწყვეტილებას კი არაკანონიერად მიიჩნევს "ქართული ოცნება", რომელიც არც ამ სხდომას დასწრებია.

ოპოზიციონერი დეპუტატის მტკიცებით, ისინი უფლებამოსილები არიან გადაწყვეტილებების მისაღებად, რადგან სხდომა 3 დეკემბერს გაიხსნა, რომელსაც 32 წევრი ესწრებოდა. გადადებულ სხდომას კი, აღნიშნავს, რომ არანაირი კვორუმი არ სჭირდება.

მათი თქმით, სწორედ ამ პროცესის თავიდან არიდების გამო არ ესწრება "ქართული ოცნება" საკრებულოს სხდომებს, ვინაიდან ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილების ცნობით ოპოზიციის შემადგენლობა 16-დან 17-მდე იზრდება. ეს კი უმრავლესობაა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, თანამდებობის პირების, მათ შორის თავმჯდომარის არჩევის.

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ ამ ქმედებით "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები გახარიას პარტიასთან ერთად "მსოფლიო სამართლის სტანდარტის ახალ გადაწყვეტას სთავაზობენ", რადგან სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სენაკის შემთხვევაში კი, მისივე თქმით, 33-ის ნახევარზე მეტი, ანუ მინიმუმ 17 წევრი.

მანამდე, საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და ზუგდიდში.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.