ახალი ამბები
ბარიერების მიუხედავად, სენაკში შევძელით საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა - ირაკლი კაჭარავა
FaceBook Twitter
E-mail Print
სენაკის საკრებულოს ახლადარჩეული თავმჯდომარე, ირაკლი კაჭარავა აცხადებს, რომ დღევანდელი სხდომა იყო ლეგიტიმური, მათ შორის მისი არჩევის გადაწყვეტილებაც. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ირაკლი კაჭარავა ამბობს, რომ მიუხედავად სხვადასხვა ბარიერისა - "ქართული ოცნების" სხდომებზე არდასწრება, საკრებულოს აპარატის უფროსის განცხადება ზეწოლებზე და სხდომის ბოიკოტი, მათ მაინც მოახერხეს და კანონის სრული დაცვით აირჩიეს წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი პირი.

მისი თქმით, რეალურად, ეს მათი პარტიის თვითმიზანი არასდროს არ ყოფილა. პირიქით, თანახმა იყვნენ ნებისმიერი სცენარით საკრებულო დაკომპლექტებულიყო, ოღონდ თანამდებობებზე წარმოდგენილი ყოფილიყო როგორც ოპოზიცია, ისე მმართველი გუნდი. თუმცა, "ოცნება" დღემდე ბოიკოტს უცხადებს თავისივე ჩატარებულ არჩევნებს და მოსახლეობას. შედეგად, ეს ამ გადაწყვეტილება მათ გარეშე მიიღეს.

რაც შეეხება საკრებულოს გადაწყვეტილების დასამოწმებლად საჭირო ბეჭედს და დადგენილებაში შეტანილ ცვლილებას, განმარტა:

"საკრებულოს აპარატის უფროსი გადადგა და სხდომის თავმჯდომარემ უთხრა, რადგან მიდიხარ, და იმ დროისთვის აუცილებელი იყო ბეჭედი ბიულეტენის დასამოწმებლად, მან თქვა, რომ დიახ, ბეჭედს ხდომის თავმჯდომარეს დავუტოვებ. თუმცა მოიტყუა და არ დატოვა ბეჭედი და ამის გამოსასწორებლად ერთ-ერთ დადგენილებაში ცვლილება შევიტანეთ, რომელიც ადასტურებდა, რომ საჭირო იყო ბეჭედი და ხელმოწერა. ახალი დადგენილებით აღარ იყო ბეჭედი საჭირო და ამის შემდეგ მივიღეთ ის გადაწყეტილება, რაც ვიხილეთ", - აღნიშნა ირაკლი კაჭარავამ.

მისი თქმით, გახარიას პარტია არ გარიგებია ენმ-ს, შეთანხმება მოხდა მხოლოდ ერთ საკითხზე, რომ საკრებულო გახდეს ფუნქციური.

მანვე განმარტა, რომ "ქართული ოცნების" თვითმიზანია ცხრავე თანამდებობის დაკავება, რაც უსამართლოა, რადგან მოახლეობის უმრავლესობამ ოპოზიცია აირჩია საკრებულოში.

რაც შეეხება მმართველი პარტიის მიერ სასამართლოსთვის მიმართვას, თქვა, რომ თუ რამე გადაწყვეტილება არ მოსწონთ და ფიქრობენ, რომ უკანონოა, არსებობს ცივილური ფორმა დავისთვის - სასამართლო, რომლის გადაწყვეტილებასაც დაელოდებიან.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ირაკლი კაჭარავა აირჩიეს 17 ხმით. კენჭისყრისთვის დაიბეჭდა 33 ბიულეტენი, რამდენი წევრიც ჰყავს წარმომადგენლობით ორგანოს.

სხდომას "ქართული ოცნება" არ დასწრებია, რომელსაც 16 მანდატი აქვს.

ოპოზიცია 17 წევრით იყო წარმოდგენილი. მათგან 13 "ნაციონალური მოძრაობის" წევრია, 4 კი "საქართველოსთვის".

მანამდე, საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა.

"ქართულმა ოცნებამ" სასამართლოს მიმართა სარჩელით, გააუქმოს სენაკის საკრებულოს 9 თებერვლის გადაწყვეტილებები. კერძოდ, საუბარი შეეხება 17 წევრის ნაცვლად, 16 წევრის მონაწილეობით დროებითი სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიის გადარჩევას. ასევე, გახარიას პარტიის წევრის, ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილების ცნობას.

ოპოზიციის მტკიცებით კი, სხდომა ლეგიტიმურად ჩატარდა და გადაწყვეტილებებიც სამართლაინია.

მანამდე, საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და ზუგდიდში.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.