ახალი ამბები
„ოცნებამ“ სენაკის საკრებულოს აპარატზე ზეწოლა მოახდინა და დანაშაული ჩაიდინა - ენმ
FaceBook Twitter
E-mail Print
"ქართული ოცნება" სრულიად დესტრუქციულად იქცევა და საბოტაჟს კი არ აკეთებს მხოლოდ, არამედ დანაშაულს სჩადის, - ასე ეხმაურება სენაკის საკრებულოში ფრაქცია ენმ-ს წევრი სევდია უგრეხელიძე განვითარებულ მოვლენებს.

მისი მტკიცებით, მმართველმა გუნდმა აპარატზე მოახდინა ზეწოლა, რის გამოც აპარატის უფროსი გადადგა და თქვა, რომ ის იყო ზეწოლის ქვეშ, ზეწოლის ბერკეტი კი მხოლოდ "ოცნებას" აქვს და არა ოპოზიციას. შედეგად, დღეს აღმოჩნდნენ არჩევნების ჩაშლის ფაქტის წინაშე.

"რა თქმა უნდა, ეს ზეწოლა იმიტომ იყო და იმიტომ გადადგა აპარატის უფროსი, რომ ჩაშლილიყო არჩევნები. ვინაიდან ბიულეტენის ფორმაში საჭირო იყო აპარატის უფროსის ხელმოწერა და ბეჭედი, მე მას მივუთითე, რომ თუკი ის მიდიოდა სამსახურიდან, ბეჭედი უნდა ჩაებარებინა ჩვენთვის, საკრებულოსთვის, რაც მან არ გააკეთა, ან ვერ გააკეთა. ე.ი. გატაცებულია ბეჭედი სახელისუფლო პარტიის მიერ. აპარატში ბეჭედი არ არის, მოპარულია, დაკარგულია და ეს არის ნამდვილი კრიმინალი", - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, იმსჯელეს და განკარგულებაში, რომელიც ადგენდა ბიულეტენის ფორმას, შეიტანეს ცვლილება - აპარატის უფროსის ხელმოწერა და ბეჭედი ჩანაცვლდა სხდომის ხელმძღვანელის ხელმოწერით. ეს, ოპოზიციონერი დეპუტატის მტკიცებით, რანგით მეტია ვიდრე აპარატის უფროსი და ეს ბეჭედიც საკრებულოს ბეჭედია.

"აქედან გამომდინარე, ჩემს მიერ იქნა ხელმოწერილი იმდენი ბიულეტენი, რამდენიც საჭირო იყო თავმჯდომარის ასარჩევად. ასე რომ, კანონის შესაბამისად მოხდა ყველაფერი - საკრებულომ მიიღო თავისსავე განკარგულებაში ცვლილება და ამ ცვლილების საფუძველზე იქნა დაძლეული აპარატის დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც გამოწვეული იყო მასზე უფრო დანაშაულებრივი ჯგუფის, "ქართული ოცნების" ქმედებით", - განმარტა სევდია უგრეხელიძემ.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ირაკლი კაჭარავა აირჩიეს 17 ხმით, "ქართული ოცნების" მონაწილეობის გარეშე.

ოპოზიცია 17 წევრით იყო წარმოდგენილი. მათგან 13 "ნაციონალური მოძრაობის" წევრია, 4 კი "საქართველოსთვის".

"ოცნებას" 16 მანდატი აქვს.

მანამდე, საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა.

სხდომამდე, "ქართულმა ოცნებამ" სასამართლოს მიმართა სარჩელით, გააუქმოს სენაკის საკრებულოს 9 თებერვლის გადაწყვეტილებები. კერძოდ, საუბარი შეეხება 17 წევრის ნაცვლად, 16 წევრის მონაწილეობით დროებითი სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიის გადარჩევას. ასევე, გახარიას პარტიის წევრის, ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილების ცნობას.

ოპოზიციის მტკიცებით კი, სხდომა ლეგიტიმურად ჩატარდა და გადაწყვეტილებებიც სამართლიანია.

მანამდე, საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და ზუგდიდში.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.