სუბარის თქმით, სენაკში ვიხილეთ შოუ და სასამართლო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარის განცხადებით, დღეს, სენაკში,
ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიისა და "ნაციონალური მოძარაობის"
მონაწილეობით, მორიგი შოუ ვიხილეთ. მისი სიტყვებით, ამ ქმედებით კიდევ
ერთხელ დასტურდება ის, რომ თავის დროზე გიორგი გახარია რიგითი მელიას
გადასარჩენად გადადგა.
სუბარის თქმით, გახარიას პარტიისა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა სენაკის საკრებულოში არალეგიტიმურად აირჩიეს საკრებულოს მე-17 წევრი, შესაბამისად, მათ მიერ დღეს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაც არალეგიტიმურად მოხდა.
"ეს არის აბსოლუტურად აბსურდი, რადგან უფლებამოსილი არ იყო საკრებულო აერჩია არც თავმჯდომარე და საერთოდ რაიმე გადაწყვეტილება მიეღო. ეს გადაწყვეტილება საკრებულოს "ქართული ოცნების" ადგილობრივი წარმომადგენლების მიერ გასაჩივრებულია სასამართლოში და დარწმუნებული ვართ, სასამართლო მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, ეს იქნება გაუქმება იმ გადაწყვეტილების, რომლითაც მე-17 წევრს უკანონოდ მისცეს უფლებამოსილება. საკრებულოში სულ 33 წევრია და მის ნახევარს აქვს მხოლოდ უფლება რომ ჩაატაროს სხდომა, 16 - მა წევრმა, რაც არის ნახევარზე ნაკლები, სხდომა ჩაატარა ისე, რომ მე-17 წევრს მისცეს მანდატი და ამ მე-17 წევრიანად შეკრეს ვითომ უმრავლესობა, რაც სრული აბსურდია. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და გახარიას პარტია ერთმანეთში შეხმატკბილებულად მოქმედებენ ყველგან, სადაც კი ამის შანსი მიეცემათ. დღესაც საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს გახარიას პარტიის წევრი და მას ხმა მისცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და კიდევ ერთხელ დასტურდება ის, თუ რატომ გადადგა თავის დროზე გიორგი გახარია რიგითი მელიას გადასარჩენად", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, თუ ვადამდელი არჩევნები იქნება, გამოჩნდება, ვის რა წონა აქვს რეალურად სენაკში.
"სენაკში ჩვენმა დეპუტაციამ აირჩია პოლიტიკური ბრძოლის სწორედ ეს მეთოდი - ისინი ამ ეტაპზე არ დადიან საკრებულოში,"- განაცხადა სუბარმა.
დღეს 23 თებერვალს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თავმჯდომარედ პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ირაკლი კაჭარავა აირჩიეს 17 ხმით, "ქართული ოცნების" მონაწილეობის გარეშე.
მანამდე, საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა.
სხდომამდე, "ქართულმა ოცნებამ" სასამართლოს მიმართა სარჩელით, გააუქმოს სენაკის საკრებულოს 9 თებერვლის გადაწყვეტილებები. კერძოდ, საუბარი შეეხება 17 წევრის ნაცვლად, 16 წევრის მონაწილეობით დროებითი სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიის გადარჩევას. ასევე, გახარიას პარტიის წევრის, ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილების ცნობას.
ოპოზიციის მტკიცებით კი, სხდომა ლეგიტიმურად ჩატარდა და გადაწყვეტილებებიც სამართლიანია.
მანამდე, საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და ზუგდიდში.