ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით - ზალკალიანი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი,
რუსეთის უკრაინაში შეჭრას ტვიტერზე განცხადებით გამოეხმაურა.
"რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, გასცენ მკაცრი პასუხი რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევას, უზრუნველყონ სიტუაციის დეესკალაცია", – წერს დავით ზალკალიანი ტვიტერზე.
უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, 24 თებერვალს, დაახლოებით 05:00 საათზე მძიმე შეიარაღების გამოყენებით რუსეთის ძალები უკრაინას თავს დაესხნენ რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიიდან.
სასაზღვრო სამსახურის ცნობით, თავდასხმა ხორციელდება ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვოს, ჟიტომირის ოლქებში და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდანაც.ვრცელდება ცნობები, რომ რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, შექმნან "ანტუპიტინური კოალიცია" უკრაინის მხარდასაჭერად და დაუყოვნებლივ შეაჩერონ რუსეთი.