“უკრაინა და საქართველო რუსეთის გარეშე” - სოლიდარობის აქცია ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. სამოქალაქო
აქტივისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების,
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, გააპროტესტეს რუსეთის შეჭრა
სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა
გამოუცხადეს.
"არ მინდა ომი, მინდა მშვიდობა," " მშვიდობა უკრაინას", "უკრაინა და საქართველო რუსეთის გარეშე", - ამ შინაარსის ტრანსფარანტიანი წარწერებით, უკრაინის დროშებით ხელში შეიკრიბნენ მანიფესტანტები სკეიტ პარკის მიმდებარედ.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ, პარლამენტარ ანა წითლიძის განცხადებით, დღეს უკრაინაში, უკრაინელებთან ერთად, წყდება საქართველოს ბედიც, და ამ ბრძოლაში ქართველები სწორედ უკრაინელების გვერდით დგანან.
"ქედს ვიხრი უკრაინის და უკრაინელი ხალხის წინაშე. დღეს უკრაინაში წყდება მათ შორის საქართველოც ბედიც. მინდა გამძლეობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს და უკრაინელებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ ბრძოლაში თავისუფლებისთვის, ქართველები ვართ მათთან ერთად. მე დარწმუნებული ვარ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს ბრძოლა, და ჩვენ ვიცით, რომ უკრაინის ქალაქები იბომბება, სიკეთე ბოლოს აუცილებლად გაიმარჯვებს ბოროტებაზე და რუსეთის დასასრული იქნება სწორედ უკრაინაში", - აღნიშნა მან.

აქციას შეუერთდა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუაც. მისი თქმით, აქ უკრაინელი ხალხისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად მოვიდა. ამბობს, რომ დღეს უკრაინა რუსეთის მხრიდან წარმოუდგენლად დიდი, ფართომასშტაბიანი აგრესიის მსხვერპლია. ეს აგრესია კი, ეხება არამხოლოდ უკრაინას და საქართველოს, მთელს ცივილურ სამყაროს.
"დღეს გვაქვს ასეთი მოცემულობა - ან რუსეთი და ეს ბოროტი ძალა გაიმარჯვებს, ან ამ ბოროტ ძალას დაამარცხებს ცივილური სამყარო. გამოვქთვამ დიდ იმედს, რომ უკრაინელი ხალხის, უკრაინელი სახელმწიფოს მონდომებით, დასავლური სამყაროს მხარდაჭერით, დღეს რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, რაც ნიშნავს იმას, რომ დამარცხდება საქართველოშიც, დამარცხდება ზოგადად ცივილიზაციასთან ბრძოლაში", - განმარტა არჩილ თოდუამ.
მისი თქმით, არ შეიძლება შუა საუკუნეების, ფეოდალური, საბჭოთა მეთოდებით დღეს სახელმწიფოები მეორე სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოდნენ, ახდენდნენ ტერიტორიების ოკუპაციას.

"დროას" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მარიამ სიჭინავამ აღნიშნა, რომ აქცია ხვალ უნდა გამართულიყო, თუმცა უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა აიძულა ისინი, დღეს შეკრებილიყვნენ.
მისი განმარტებით, ამ აქციაზე უნდა მდგარიყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რისთვისაც მათ პირადადაც მიმართა.
"აქედანაც მოვუწოდებ მათ, რომ ეს დღეები თუნდაც სიმბოლურად, საქართველოს დროშასთან ერთად, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე აღმართონ უკრაინის დროშა, რაც უკრაინელებიისთვის იქნება ჩვენი მხარდაჭერის სიმბოლო", - განაცხადა მარიამ სიჭინავამ.
აქციაზე იმყოფებოდა ზუგდიდის მცხოვრები ლალი ჯანაშიაც. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს აუცილებლად იქნება პუტინის დასასრულის დასაწყისი:

"ის, რაც შერჩა 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთს, ისიც იმიტომ, რომ სრულიად უნიათო ხელისუფლება ჰყავს დღეს ქვეყანას, რომელიც ახლა ორმაგადაა ჩუმად, რადგან ვერ გამოხატავს ღია მხარდაჭერას და სჯის უკრაინას მიშას გამო. მეორე იმიტომ, რომ ამან კარგად დაანახა, რომ 2008 წლის ომი არ იყო მიხეილ სააკაშვილის და საქართველოს მხარის პროვოცირებული. მინდა მივმართო მსოფლიოს, სირცხვილია. კალენდარზე 2022 წელია და ერთი პოლიტიკური მანიაკის გამო ისჯება მთელი სამყარო".
აქციაზე ისმოდა უკრაინის ჰიმნი. შეკრებილებმა გაუშვეს უკრაინის ფერებში კვამლიც.

უკრაინის მხარდამჭერი აქცია ზუგდიდში მანამდეც გამართეს პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ჯერ საქართველოს დროშაზე ხელმოწერები შეაგროვეს და კიევში გააგზავნეს, შემდეგ კი, მოსალოდნელი სამხედრო ინტერვენცია ქალაქის ცენტრში დაგმეს.
უკრაინის ტერიტორიაზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს საომარი მოქმედებები. ოფიციალური კიევი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს როგორც სამხედროებში, ისე მშვიდობიან მოქალაქეებს შორის. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ისინი თავისუფლებას არ დათმობენ და ბოლომდე იბრძოლებენ.

დღეს, დაახლოებით 05:00 საათზე, მძიმე შეიარაღების გამოყენებით რუსეთის ძალები უკრაინას თავს დაესხნენ რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიიდან.
შედეგად, უკრაინის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ.
მსოფლიო ლიდერები ამბობენ, რომ მოსკოვი უკრაინაში შეჭრისთვის აუცილებლად აგებს პასუხს სანქციებით.

განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პირველი პირებიც გამოეხმაურნენ და დაგმეს სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედროების შეჭრა.
პარლამენტში რიგგარეშე სხდომაც დაიგეგმა.