მესტიაში ჩარჩენილ უკრაინელებს ადგილობრივი ეპარქია სასტუმროთი უზრუნველყოფას სთავაზობს
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია, მესტიაში ჩარჩენილ უკრაინის
მოქალაქეებს, რომლებიც ვერ
ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას, დახმარებას სთავაზობს.
ისინი უსასყიდლოდ სთავაზობენ ეპარქიის სასტუმროში განთავსებას.
"ვუსურვებთ უკრაინას და სრულიად მსოფლიოს მშვიდობას", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინელი მოქალაქეების დახმარების სურვილს გამოთქვამენ სოციალურ ქსელში ქართველები. ისინი შესაძლებლობების ფარგლებში მზად არიან ბინით, საკვებით თუ პირველადი მოხმარების ნივთებით დაეხმარონ საქართველოში ჩარჩენილებს.
საპატრიარქოს განცხადებით, ისინი ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევენ უკრაინელ ხალხს.
უკრაინის მთელ რიგ ქალაქებში შეტაკებები გრძელდება.
24 თებერვალს, დაახლოებით 05:00 საათზე, მძიმე შეიარაღების გამოყენებით რუსეთის ძალები უკრაინას თავს დაესხნენ. უკრაინამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
მსოფლიო ლიდერებენ აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.
უკრაინის მხარდამჭერი აქციები იმართება საქართველოში. 25 თებერვალს, უკრაინისთვის სოლიდარობის გამოცხადებასთან ერთად, მოქალაქეები ქუჩაში, პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების გასაპროტესტებლად გამოვიდნენ. მათ დაგმეს მთავრობის მეთაურის პოზიცია, რომ საქართველო არ უერთდებოდა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მოქალაქეებს ამისთვის მადლობა გადაუხადა.