„გადადგეს“ - ვლადიმირ პუტინის იმპიჩმენტის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის იმპიჩმენტის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა change.org-ზე.
სწორედ აქ შეუძლიათ მსურველებს საკუთარი პოზიციის ხელმოწერით
დადასტურება.
პეტიციის ავტორების თქმით, პუტინი თავს დაესხა მეზობელ, მშვიდობიან, დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ეს აგრესია კი უკრაინის მხრიდან არ ყოფილა წაქეზებული, კიევი არასდროს დამუქრებია მოსკოვის უსაფრთხოებას. პუტინის განმარტება კი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
"ამ აგრესიის შედეგად იღუპებიან ადამიანები, ინგრევა ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა. საფრთხე ემუქრება უკრაინის სახელმწიფოებრიობას", - აღნიშნულია განცხადებაში.
ამ პოლიტიკის შედეგად კი, რუსეთი სამუდამოდ შეიძლება მოწყდეს მსოფლიო ეკონომიკას, გაიწიროს მოსახლეობა სიღარიბის და ტექნოლოგიური დეგრადაციისთვის.
"მოვითხოვ, რუსეთის დუმაში მოხდეს ინიცირება ვლადიმირ პუტინის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის, კონსტიტუციის 93-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ღალატის და სამხედრო დანაშაულისთვის", - ნათქვამია პეტიციის ტექსტში, რომელსაც ხელს 60 ათასზე მეტი პირი აწერს.
24 თებერვალს, დაახლოებით 05:00 საათზე, მძიმე შეიარაღების გამოყენებით რუსეთის ძალები უკრაინას თავს დაესხნენ. უკრაინამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
მსოფლიო ლიდერებენ აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.
უკრაინის მხარდამჭერი აქციები იმართება საქართველოში და მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყანაში.
წუხელ ღამით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტელეფონით ესაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკის და დაუდასტურა კიდევ ერთხელ, რომ საქართველო მათ გვერდით დგას.