„გვიყვარხართ, გვეამაყებით“ - ჩხოროწყუში უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობა მოეწყო [ფოტო]
12:20 / 27.02.2022
ჩხოროწყუში უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობა მოეწყო. მოქალაქეებმა,
სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა
გააპროტესტეს რუსეთის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოზე თავდასხმა და
განაცხადეს, რომ ქართველი ხალხი მათ გვერდითაა.
აქციის მონაწილე, პედაგოგი კოტე ნაჭყებია ამბობს, რომ მთავარი მოთხოვნა დღეს, საომარი მოქმედებების შეწყვეტაა, რადგან რაც ხდება, ამაზრზენია. მეორეს მხრივ, ახარებს მსოფლიოს ერთიანობა.

"მე ასე გაერთიანებული მსოფლიო არასოდეს მინახავს და ეს არის ძალიან სასიხარულო. ბოლო-ბოლო უნდა გადაწყდეს რუსეთის ბედი. ის იყო ყოველთვის მოურჩენელი ავადმყოფი. მან თავისი სახე გამოაჩინა. იღუპება ხალხი, ბავშვები. მოდის და იარაღს აჟღარუნებს. ეს არის ყველაზე ცუდი. მაგრამ ეს ერთობა გაგვამარჯვებინებს", - აღნიშნა კოტე ნაჭყებიამ.

აქციას შეუერთდა ფოტოგრაფი რომან თოლორდავაც. მისი თქმით, აქ იმიტომ შეიკრიბნენ დღეს, რომ უყავართ საკუთარი შვილები და ოჯახი და არასდროს არსად არ უნდა განმეორდეს ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება.
რომან თოლორდავას განცხადებით, მთავარი პრინციპული მოთხოვნა 2008 წელს და დღესაც იყო, თავისუფლებისმოყვარე ყველა ერს, რომელსაც სურს თვითგამორკვევა, ჰქონდეს ამის შესაძლებლობა. ამბობს, რომ ბოლომდე იდგებიან და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაიცავენ ქვეყნის დამოუკიდებლობას, რომ მისმა და სხვისმა შვილებმაც თავისუფალ, დამოუკიდებელ საზოგადოებაში იცხოვრონ.

"კმარა დემაგოგია, კმარა მაიმუნობა. ყველამ იცის, რომ პუტინის თამადობით, შვილები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლობენ და ყველამ იცის ლავროვის შვილი სად სწავლობს. რატომ არ უნდა ისწავლოს ჩვენმა შვილმა იგივე გარემოში, ოღონდ საქართველოში?
გვიყვარხართ, გვეამაყებით და ვიბრძოლებთ ზუსტად იმისთვის, რომ რაც თქვენ გსურთ. იგივე სურს ქართველ ხალხს. საქართველოს ბედი დღეს წყდება უკრაინაშინი - კოლაევში, ხარკოვში, კიევში, ფრონტის ხაზზე. დღეს თქვენთან ვართ. ქართველებო, ვისაც დღეს შეგეშინდათ, ნუ გეშინიათ", - განაცხადა აქციის მონაწილემ.

სოლიდარობის აქციას ახალგაზრდები დღეს ზუგდიდში გამართავენ.
პარარელურად, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო შეკრებები გრძელდება.
შეტაკებები უკრაინაში ამ დრომდე მიმდინარეობს. რუსეთის სამხედროები ხარკოვში შეიჭრნენ. თუმცა ხარკოვი, კიევი, ჩერნიგოვი და მარიუპოლი უკრაინის კონტროლქვეშაა.
24 თებერვალს, დაახლოებით 05:00 საათზე, მძიმე შეიარაღების გამოყენებით რუსეთის ძალები უკრაინას თავს დაესხნენ. უკრაინამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

მსოფლიო ლიდერებენ აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.
უკრაინის მხარდამჭერი აქციები იმართება საქართველოში და მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყანაში.
წუხელ ღამით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტელეფონით ესაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკის და დაუდასტურა კიდევ ერთხელ, რომ საქართველო მათ გვერდით დგას.