არავინ გთხოვს ზელენსკი გახდე, უბრალოდ გაჩუმდი! - ომბუდსმენი პრემიერს
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ აკრიტიკებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი
ღარიბაშვილს
მისი განცხადებების გამო.
"ირაკლი, ჩვენც ხალხურად აგიხსნით, არავინ გთხოვს ზელენსკი გახდე, უბრალოდ გაჩუმდი! თავს ნუ გვჭრი!
სანქციები მუშაობს და ვაქცინაც!", - წერს ნინო ლომჯარია "ფეისბუკზე".
მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და ყველა უბედურებაში საკუთარ ინტერესს ხედავენ.
"მინდა ჩვენს მოსახლეობას ავუხსნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, სამწუხაროდ, ე.წ. მარგინალურ-დესტრუქციული ოპოზიცია ცდილობს ჩვენი მოქალაქეების კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშს, მათ გამოყენებას, მანიპულირებას და რა თქმა უნდა, მათ შეცდომაში შეყვანას. ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ გამოვხატოთ მაქსიმალური მხარდაჭერა პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ადამიანური თუ სხვა სახის, ჩვენი უკრაინელი დებისა და ძმების მიმართ", - აცხადებს პრემიერი.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ისეთს არაფერს აკეთებს, რაც შეეწინააღმდეგება საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებს.
უფრო ადრე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდებოდა სანქციებს რუსეთის მიმართ.
მისმა ამ სიტყვებმა მოქალაქეთა უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა. შეკრებილები ამბობდნენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არ გამოხატავდა მათ პოზიციას. იგივე თქვა მაშინ სახალხო დამცველმაც.