ახალი ამბები
ზუგდიდში ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში მოქალაქეებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება და მისი გადადგომა მოითხოვეს. მათი თქმით, მთავრობის მეთაურის გზავნილის შინაარსი ანტისახელმწიფოებრივია და საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის და ევროატლანტიკური კურსისთვის.

"პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების გამო მოვითხოვთ გადადგეს, რადგან მან განაცხადა, რომ არ უერთდება სანქციებს და განიხილავს სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან. ყველა ევროპული ქვეყანაა ჩართული ამ სანქციებში, მარტო ჩვენ ვართ დარჩენილი. ასევე, საჰაერო სივრცეც არ აქვს საქართველოს დახურული", - განუცხადა ჟურნალისტებს აქციის ორგანიზატორმა დათა აქუბარდიამ.

შეკრების მონაწილე, "სამართლიანი არჩევნების" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელ დავით ლოგუას თქმით, პრორუსული და პრემიერის ნარატივი ერთმანეთთან თანხვედრაშია და ღარიბაშვილი ავრცელებს ზუსტად იმ პროპაგანდისტულ პოლიტიკას, რასაც რუსეთი ახვევს თავს ცივილიზებულ სამყაროს.

ეს შეხედულებები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ანტისახელმწიფოებრივია და ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ მიმართული. შესაბამისად, დავით ლოგუა ამბობს, რომ მთავრობის მეთაურის მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადებები პირდაპირ ურტყამს საქართველოს დემოკრატიულობას, დასავლურ კურსს, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას.

"ამიტომ, აუცილებელია მსგავსი ტიპის ადამიანი არ იყოს ხელისუფლებაში და ის წავიდეს. დროა წავიდეს და ის ჩაანაცვლოს ადამიანმა ან ჯგუფმა, რომელიც აცნობიერებს სახელმწიფო ინტერესს და ევროატლანტიკურ კურსს.

თუ ჩვენ, მოქალაქეებს გაგვაჩნია რაიმე ტიპის ღირსება, სახელმწიფოებრივი ინტერესი და სამოქალაქო აქტივიზმის უნარი, მაშინ ეს უნდა იყოს იმის დაწყების წინაპირობა, რაც გულისხმობს მსგავსი ტიპის ადამიანების ჩამოცილებას ხელისუფლებიდან. რადგან, იმ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით, თუ ჩვენ მხარე არ გავხდით ცივილზებული სამყაროსი, ეს როგორც სახელმწიფოს, ძალიან დიდ საფრთხეს შეგვიქმნის", - განმარტავს აქციის მონაწილე.

მისივე თქმით, დღეს უკრაინაში წყდება საქართველოს ბედიც და თუ მათი მხარდაჭერა ღია და მყარი არ იქნება, არ იქნებიან მხარე, როგორც უკრაინის მეგობარი და მოძმე ერი, მაშინ ჩამოცილდებიან ცივილიზაციას და გახდებიან ზუსტად ისეთი რიგითი, "უკანა ღობის ქვეყანა", როგორიც თავის დროზე, საბჭოთა კავშირის დროს.

აქციაზე იმყოფებოდა უკრაინელი ანა ხრავატოვაც. ამბობს, რომ ძალიან დიდი წუხილია მისთვის სამშობლოში მიმდინარე პროცესები, და რომ ამ ყველაფრით გაოგნებულია.

"რუსი ხალხი მოძმე ერია. მე ორი სამხედრო ძმა მყავს რუსეთში. ისინი უკრაინელები არიან, მაგრამ ისინი იძულებულები არიან იომონ უკრაინასთან. ეს საშინელებაა. მე აქ ვარ, რადგან უნდა გამოვხატო ჩემი პოზიცია. მე უკრაინელ ხალხთან ერთად უნდა ვიყო. დიდება უკრაინას", - აღნიშნა მან.

დღესვე ზუგდიდში, პარტია "დროას" ადგილობრივი ოფისიდან პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ საპროტესტო ბანერი გამოფინეს. სამართალდამცველებმა ის მალევე ჩამოხსნეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, 28 თებერვალს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არ არის ეფექტური. მან გააკრიტიკა ოპოზიცია და თქვა, რომ მხოლოდ ეროვნული ინტერესებით იხელმძღვანელებს, "მიუხედავად იმ რაღაც ე.წ. ოპოზიციის ნარატივისა, რომელიც ჩამოყალიბდა და რომლითაც ისინი სპეკულირებენ".

პრემიერის სიტყვებით, ოპოზიცია მათ უკიჟინებს ჩაერთონ ომში და სანქციები დაუწესონ რუსეთს.

უფრო ადრე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდებოდა სანქციებს რუსეთის მიმართ.

მისმა ამ სიტყვებმა მოქალაქეთა უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა. შეტაკებები რიგ ქალაქებში ამ დრომდე გრძელდება.


Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
რუსეთის მხრიდან,
16:00 / 26.09.2022
რუსეთის მხრიდან, "ზემო ლარსის" გამშვებ პუნქტთან ჯავშანტრანსპორტი გამოჩნდა. ფოტოები
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს
14:53 / 26.09.2022
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს
რუსეთში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე
გაიზარდა.
14:11 / 26.09.2022
რუსეთში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.
რუსეთში, უდმურტიის რესპუბლიკაში სკოლაში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი
ემსხვერპლა.
12:50 / 26.09.2022
რუსეთში, უდმურტიის რესპუბლიკაში სკოლაში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.