ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე პატივი მიაგეს უკრაინის თავისუფლებისთვის დაღუპულებს
ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატებმა წუთიერთი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინაში, შეტაკებების დროს დაღუპულებს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები სხდომაზე უკრაინის დროშით მივიდნენ.

საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავამ მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას და ხელისუფლებას შეახსენა ქართველების ისტორიული არჩევანი.

"ახლა აქტიური მოქმედებების დროა. უნდა შევახსენოთ მთელს მსოფლიოს, რომ ჩვენ რუსული აგრესიის პირველი მსხვერპლი ვართ. ეს აგრესია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციით დაიწყო და რუსეთის აგრესიაზე სწორი პასუხი საქართველოს და უკრაინის დაუყოვნებლივ მიღებაა ევროპუ ოჯახში", - განაცხადა გიგა ფარულავამ.

მანვე ისაუბრა პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარიას მიერ ევროპარლამენტარისებისადმი გაგზავნილ წერილში, სადაც მათ სთხოვს, გაუხსნას ქართველებს, უკრაინელებს და მოლდაველებს ევროპული პერსპექტივა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა. მას შემდეგ, ამ დრომდე გრძელდება სამხედრო შეტაკებები.