შეუძლებელია სამუშაო განწყობაზე ვიყოთ - ენმ-მ საკრებულოს დარბაზში უკრაინის ჰიმნი ააჟღერა და სხდომა დატოვა
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საკრებულოს სხდომა
დატოვეს. მანამდე მათ უკრაინის დროშა
გადაფინეს მაგიდაზე და აჟღერეს უკრაინის ეროვნული ჰიმნი. ენმ-ის
წარმომადგენელ მაია კალანდიას განცხადებით, ისინი დღეს არ მიიღებენ
მონაწილეობას სხვადასხვა საკითხის განხილვაში, რადგან არ შეიძლება
ვინმე სამუშაო განწყობაზე იყოს.
მისი თქმით, რაც ახლა უკრაინაში ხდება, საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარ თავზე იწვნიეს და დევნილებად იქცნენ.

"ღარიბაშვილის განცხადებების ფონზე, რაც მან გუშინ გააჟღერა, შემდეგ მდინარაძე მიყვა და უნისონში რაც იმღერეს ერთად, ეს არის მოღალატეობრივი გზა, ჩვენი ქვეყნისთვის, ევროპული ინტეგრაციისთვის, ევროტლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებისთვის. სხვა რომ არაფერი არ ვთქვათ, იმ წინაპრების დაღვრილი სისხლის შეურაცხყოფაა, რომელიც ჩვენ დავღვარეთ, ვიბრძოდით და ვიყავით უკრაინასთან და სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად. დღეს უბრალოდ შეუძლებელია დაჯდე, როდესაც 75 კილომეტრიანი ეკიპაჟი მიდის იმიტომ, რიმ დაბომბოს უკრაინა, შეუძლებელია ილაპარაკო იმ თემებზე, რაც მშვიდობიან დროსაც შეიძლება გადაწყდეს", - განაცხადა მაია კალანდიამ.
მისი თქმით, თითოეული ბომბი, თითოეული ტყვია, რომელიც ვარდება უკრაინის ტერიტორიაზე, ხვდება თითოეული ქართველის გულს, რადგან შეუძლებელია გულგრილი დარჩე უკრაინელი ბავშვების ცრემლის მიმართ.
მაია კალანდიამ მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატს, რომლებმაც, მისი მტკიცებით, პირად მიმოწერაში დაუდასტურეს, რომ არ ეთანხმებიან ირაკლი ღარიბაშვილს.

მანამდე, დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინის თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას.
ენმ-ის მიერ სხდომის დატოვების შემდეგ, კვორუმის არარსებობის გამო სხდომა გადაიდო.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა. მას შემდეგ, ამ დრომდე გრძელდება სამხედრო შეტაკებები.