ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვიეს, არის ბევრი განსახილველი საკითხი - უკრაინის ელჩის მრჩეველი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საქართველოში უკრაინის
ელჩი გაიწვია კონსულტაციებისთვის, - განაცხადა
უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა ანდრეი კასანოვმა ბრიფინგზე. ის
დღეიდან ასრულებს საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის
ფუნქციებს.
"ამის მიზეზს წარმოადგენდა ორი საკვანძო საბაბი. პირველი არის საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომელიც უკავშირდება სანქციებს, რომელიც იყო დაწესებული რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის გაჩაღებასთან დაკავშირებით. მეორე მიზეზი, ეს არის გადაწყვეტილების არმიღება, რომელიც უკავშირდება მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში ჩვენი ჯარის დასახმარებლად. არსებობს ბევრი საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული ამ კონსულტაციების დროს", - განმარტა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა.
უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩი, იგორ დოლგოვი გაიწვია კონსულტაციებისთვის. ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ მიზეზი სანქციების მიმართ გამოხატული "ამორალური" პოზიცია და უკრაინისადმი დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლაა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ირაკლი ღარიბაშვილს 28 თებერვალს მოუწოდა, მოხალისეებისთვის თბილისიდან კიევში ფრენის უფლება მიეცათ.
თავის მხრივ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უკრაინა დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ამიტომ არასწორია ასეთ დროს გააკრიტიკონ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები. თუმცა, მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება არის მიუღებელი და გაუმართლებელი იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც საქართველომ გააკეთა ბოლო დღეებში.