საქართველოს რკინიგზა უკრაინის მოქალაქეებს უფასო მგზავრობას სთავაზობს
უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან და ვერ
ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას,
მთელი ქვეყნის მასშტაბით, ნებისმიერი მიმართულებით უფასოდ
იმგზავრებენ. განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
მათი თქმით, მგზავრობის საჭიროების და სურვილის შემთხვევაში, ბილეთის მისაღებად, უკრაინელები უნდა გამოცხადდნენ საქართველოს რკინიგზის ნებისმიერ სალაროში და წარადგინონ უკრაინის მოქალაქის დამადასტურებელი პასპორტი.
"მშვიდობასა და მშვიდობიან მგზავრობას ვუსურვებთ მათ", - ნათქვამის განცხადებაში.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა. მას შემდეგ, ამ დრომდე გრძელდება სამხედრო შეტაკებები.
საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი აქციები ყოველ დღე იმართება.