ახალი ამბები
პუტინმა მაკრონს უთხრა, რომ კიევსა და სხვა ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმები არ ყოფილა
FaceBook Twitter
E-mail Print
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონს უთხრა, რომ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმები არ ყოფილა და ეს ყველაფერი "ანტირუსული დეზინფორმაციული კამპანიის" ნაწილია. პუტინისა და მაკრონის სატელეფონო საუბარის შესახებ ინფორმაცია კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

დიალოგისას პუტინმა მაკრონს უკრაინასთან მოლაპარაკების ორი მთავარი პირობა გააცნო - უკრაინის დემილიტარიზაცია და ნეიტრალური სტატუსი. მისი სიტყვებით, მოლაპარაკებების გადადება კი კიევისთვის ახალი პირობების წაყენებას გამოიწვევს.

რუსეთის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ "სამხედრო ოპერაცია გეგმის მიხედვით მიდის" და რუსი სამხედროები ყველაფერს აკეთებენ "მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად".

"მაღალი სიზუსტის იარაღი გამოიყენება მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად. ბრალდებები კიევის, ასევე სხვა ქალაქების სარაკეტო თავდასხმებისა და დაბომბვების შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს ანტირუსული დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს", - აცხადებს კრემლი.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა ითანამშრომლოს უცხოელ პარტნიორებთან "მწვავე ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად". მან მოუწოდა მაკრონს ჩაერთოს უკრაინიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში. ამ კონტექსტში ახსენა ხარკოვში ინდოელი სტუდენტების ჯგუფი. მისი თქმით, უკრაინის უშიშროების ძალებს ისინი "ფაქტობრივად მძევლად ჰყავთ აყვანილი". კრემლის ინფორმაციითვე, ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ კიევის ხელმძღვანელობასთან ამ საკითხზე ისაუბრებს.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან მერვე დღეს, კვლავ გრძელდება საჰაერო და სახმელეთო თავდასხმები უკრაინულ ქალაქებზე. რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს, გამთენიისას დაესხა.

უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთს სანქციები დაუწესეს ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულიმა შტატებმა და სხვა სახელმწიფოებმა.

მსოფლიოს მასშტაბით მოქალაქეები გამოდიან უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის მხრიდან აგრესიის დასაგმობად. აქციები იმართება საქართველოს დედაქალაქში ასევე სხვა ქალაქებში, მათ შორის ზუგდიდში.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.