ახალი ამბები
პრეზიდენტის ანგარიშის 5 მარტს მოსმენის საკითხს მხარი არ დაუჭირეს
FaceBook Twitter
E-mail Print
"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტში 5 მარტს არ მოუსმენენენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. პრეზიდენტს, რომელსაც წლიურ მოხსენებასთან ერთად უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სურდა საუბარი, მმართველი გუნდი სთავაზობს მისი მოსმენა მომავალი სასესიო კვირის პირველივე სხდომაზე ჩატარდეს.

ოპოზიციონერი დეპუტატები "ქართული ოცნების" ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყვნენ.

"ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვმა უმრავლესობის დეპუტატის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ პრეზიდენტის წლიური ანგარიშის მოსმენა საჩქარო საკითხი არ არის, უპასუხა რომ იმ დროს, როდესაც უკრაინაში ომია და ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იღუპება, საქართველოს უსაფრთხოება მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას.

"ახლა ამ ბიუროს სხდომას თვალს ვინმე თუ მიადევნებს, მას არ შეექმნება არანაირად იმის განცდა, რომ ამ ქვეყანაში რაღაცის ირგვლივ მაინც არის ერთიანობა. თვლით, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის დრო არ არის? მე მაქვს რამდენიმე კითხვა. თუ შეიძლება ჩააბარეთ საქართველოს მოქალაქეებს ანგარიში, ამ დღეების განმავლობაში როცა უკრაინაში მიმდინარეობს ომი, საქართველოს პარლამენტი რითაა დაკავებული და რა არის ის მნიშვნელოვანი საკითხები რაც განიხილეთ. საინტერესო იქნება მაგალითების დასახელება", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე პრეზიდენტის მოსმენის შემდეგ არ არის გათვალისწინებული დეპუტატების გამოსვლა, რაც საზოგადოებას არასწორ წარმოდგენებს შეუქმნის.

"არ გვინდა, ეს ფორმატი რამენაირად ხელიდან გავუშვათ, სასაუბროა და ვისაუბროთ, ნებისმიერი პოლიტიკური ფორმა შეიძლება იყოს შეთანხმებული. უბრალოდ, საუბარია იმაზე, რომ ამ ფორმით ხვალ სხდომის გამართვა ჩემი აზრით, დიდი ფრუსტრაცია იქნება მოსახლეობისთვის, რომელიც რეალურად ვერ იხილავს იმას, რაზეც ინტერესი აქვს, რადგან იქნება პრეზიდენტის, ფრაქციის თავმჯდომარის გამოსვლა და ამით დამთავრდება. დეპუტატები, რომლებსაც ექნებათ კითხვა და მოსაზრების დაფიქსირების სურვილი, მოუწევთ მათ შორის პლენარულ სხდომათა დარბაზის მიღმა, მხოლოდ მედიასთან ისაუბრონ ამაზე", - განაცხადა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამ დროის მონაცემებით, მოსკოვის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის
შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა,
10:54 / 09.12.2022
ამ დროის მონაცემებით, მოსკოვის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა,
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე თბილისის
საქალაქო
10:02 / 09.12.2022
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე თბილისის საქალაქო
ოკუპირებულ აფხაზეთში კრასნოდარიდან გადაასვენეს, უკრაინაში დაღუპული
გალელი მებრძოლის ცხედარი. ე.წ. საგანგებო
14:57 / 07.12.2022
ოკუპირებულ აფხაზეთში კრასნოდარიდან გადაასვენეს, უკრაინაში დაღუპული გალელი მებრძოლის ცხედარი. ე.წ. საგანგებო
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, უკრაინაში დაღუპული ქართველი
მებრძოლების ოჯახებს და ახლობლებს
12:12 / 07.12.2022
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს და ახლობლებს
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
რობოტი „თამადა“ და კედლის სათბური - ზუგდიდელი ახალგაზრდების გამოგონება ბაზარზე გასავლელად ემზადება [ვიდეო]
ზუგდიდში ახალგაზრდები მუდმივად უჩივიან შემეცნებით-გასართობი სივრცეების სიმწირეს, სადაც იდეების
როგორ დავსაქმდე - ზუგდიდში სამუშაოს მაძიებლებისთვის ონლაინ პლატფორმა შეიქმნა  [ვიდეო]
უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ადამიანები ასაკის და სქესის განურჩევლად სამსახურს ეძებენ,
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოზარდები ცვლილებებისთვის [ვიდეო]
ახალგაზრდებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, გაცილებით მეტი საჭიროებები აქვთ. იმისთვის, რომ განვითარდნენ და გარემო
80 წლის კეკე მასწავლებელი სოფელ ხაბუმედან [ვიდეო]
მერი (კეკე) გულუა უკვე 60 წელია ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეს სკოლაში ასწავლის. რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოს
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.